ადამიანი ტყვიით იწამლება მაშინ როდესაც ტყვია გროვდება ადამიანის ორგანიზმში. რამდენიმე თვის და წლის განმავლობაში ორგანიზმში დარგოვილმა ტყვიის დიდმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადება და სიკვდილიც კი.
ტყვია არის მძიმე მეტალი და წარმოადგენს ძლიერმოქმედ შხამს. ის ორგანიზმში ხვდება პირის ღრუდან ან შესუნთქვის შედეგად. ტყვია, ორგანიზმში ასევე შეიძლება მოხვდეს დაზიანებული კანიდან ან ლორწოვან გარსთან შეხების შედეგად.
მას შეუძლია დააზიანოს სხეულის ყველა სისტემა, მათ შორის გული, ძვლები, თირკმელები, კბილები, ნაწლავები, როპროდუქციული ორგანოები, ნერვული და იმუნური სისტემა.
პატარა ბავშვები, განსაკუთრებით კი 6 წლამდე ბავშვები უფრო მგრძნობიარენი არიან ტყვიით მოწამვლის მიმართ. ტყვიას შეუძლია შეუქცევადად დააზიანოს მათი მენტალური და ფიზიკური განვითარების პროცესი.
აშშ-ში დაახლოვებით ნახევარი მილიონი 1-5 წლის ასაკის ბავში არის სისხლში ტყვიის მაღალი რაოდენობის მქონე, რაც მათ ტყვიით მოწამვლის რისკის ქვეშ აყენებს.
ტყვიით მოწამვლის ყველაზე ხშირი მიზეზი არის ტყვიის შემცველი საღებავები და წყლის მილები რომლებიც ძველ შენობებში გვხვდება, ასევე ტყვიის შემცველი მტვერი, დაბინძურებული წყალი, ჰაერი და ნიადაგი.
ტყვიის ნაწილაკები შეიძლება დაგროვდეს სახლის მტვერში, ეზოს და ბაღის ნიადაგში. სიგარეტის ბოლი ასევე შეიძლება გახდეს მოწამვლის მიზეზი.
ფაქტები ტყვიით მოწამვლის შესახებ
- ტყვია არის გარემოში არსებული მძიმე მეტალი რომელსაც შეუძლია დააზიანოს ორგანიზმის ყველა სისტემა.
- ბავშვებში და მუცლად მყოფ ნაყოფში განსაკუთრებით დიდია ტყვიით მოწამვლის რისკი.
- აშშ-ში დაახლოვებით 24 მილონი სახლი და შენობაა, რომელთა კედლის საღებავებში და ოთახებში არსებულ მტვერში შესაძლოა იყოს ტყვიის საშიში რაოდენობა.
- აშშ-ში ტყვიის შემცველი საღებავის წარმოება აიკრძალა 1978 წელს.
- მოწამვლის სიმპტომებია: გულის რევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ტვინის მოცულობის შემცირება და პირის ღრუში უცნაური გემოს შეგრძნება.
- ზოგიერთი ტრადიციული, ხალხური სამედცინო საშუალება ასევე შესაძლოა შეიცავს ტყვიას.
სიმპტომები
ტყვია მომწამვლელად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმის ყველა ფუნქციაზე, განსაკუთრებით კი ბავშვებში.
ზოგადად ტყვიით მოწამვლის სიმპტომები ვლინდება მაშინ, როდესაც ორგანიზმში უკვე დაგროვილი არის ტყვიის სახიფათო რაოდენობა.
ხანდახან მოწამვლა შეიძლება მოხდეს ერთჯერადად ტყვიის დიდი რაოდენობით ორგანიზმში მოხვედრის შედეგად, მაგრამ უფრო ხშირად მოწამვლა ვითარდება ტყვიის თანდათანობით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაგროვების შედეგად.
ბავშვებში და მოზრდილებში ტყვიის დიდი რაოდენობით დაგროვებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, რაც შეიძლება გამოვლინდეს გულყრებით, გონების დაკარგვით, კომით და სიკვდილითაც კი. სიმპტომები განსხვავდება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.
ბავშვებში:
ტყვიით მოწამვლის შემთხვევაში ბავშვები არიან უფრო მაღალი რისკის ქვეშ რამდენიმე მიზეზის გამო:
- ბავშვებში უფრო მეტია იმის ალბათობა რომ ტყვია მათ ორგანიზმში მოხვდება დაბინძურებულ ნიადაგთან კონტაქტის შედაგად.
- ისინი უფრო ხშირად არიან იატაკთან და მიწასთან ახლოს, რის გამოც მეტია ალბათობა იატაკიდან დაბინძურებული მტვერის შესუნთქვის.
ტყვიით მწვავედ მოწამვლის ნიშნები და სიმპტომებია:
- მუცლის ტკივილი და ღებინება
- სიყვითლე
- ძლიერი სისუსტე
- შავი დიარეა
- ენცეფალოპათია, რომელიც აზიანებს ტვინს და შეიძლება გამოიწვიოს გულყრები, კომა და სიკვდილი.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, დროდადრო შეიძლება გამოვლინდეს დამატებითი სიმპტომები, რასაც ქრონიკული მოწამვლა ეწოდება.
დამატებითი სიმპტომები და ნიშნებია:
- სხეულის ზრდის შენელება
- IQ შემცირება
- მადის დაკარგვა და წონაში კლება
- ყაბზობა და მუცლის მსუბუქი ტკივილი
- ადვილად გაღიზიანება
- ზოგადი სისუსტე
- ღრძილებზე ლურჯი ლაქები
- ანემია
- სმენის დაქვეითება და სხვა სენსორული ფუნქციების დაქვეითება
- მოწამვლის გვიან სტადიებზე ვითარდება ნევროლოგიური სისუსტე
პატარა ბავშვები შეიწოვენ ტყვიას 4-5 ჯერ უფრო მეტად ვიდრე მოზრდილები, რადგან მათი ორგანიზმი კვლავ აგრძელებს ზრდას და ამის გამო რისკი უფრო მატულობს.
მოზრდილებში:
ტყვიით მოწამვლას შეუძლია გამოიწვიოს ჰალუცინაციები.
სიმპტომების ჩამონათვალი რომელიც გვხვდება მოზრდილებში ტყვიით მოწამვლის დროს:
- მუცლის ტკივილი არის პირველი ნიშანი ტყვიის დიდი რაოდენობით ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში
- არტერიული წნევის მატება
- სახსრების და კუნთების ტკივილი
- ყაბზობა
- ანემია
- კიდურების დაბუღება, ტკივილი და ჩხვლეტის შეგრძნება
- მეხსიერების და გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება
- თავის ტკივილი
- ჰალუცინაციები
- პირის ღრუში უცნაური გემოს შეგრძნება, ხშირად აღწერენ როგორც მეტალის გემოს შეგრძნებას
- ძილთან დაკავშირებული პრობლემები
- გუნება განწყობის დაავადებები
- სპერმის მოცულობის და ხარისხის შემცირება
- უნებლიე აბორტი ან ნაადრევი მშობიარობა
- გვიან სტადიაზე ფეხის ტერფის კონტროლის ფუნქციის დაქვეითება
მოზრდილებში შესაძლოა განვითარდეს პოდაგრა, მაჯის არხის სინდრომი და უშვილობა. ის ადამიანები რომლებსაც სამსაურეობრივად უხდებათ კონტაქტი ტყვიის შემცველ ნივთებთან ან პროდუქტებთან არიან დაავადების განვითარების მეტი რისკის ქვეშ.
მაგალითად ავტომობილების შემკეთებელ სახელოსნოებში მომუშავე ადამიანები არიან მომატებული რისკის ქვეშ, ასევე ძველი სახლების და შენობების სარემონტო სამუშაოებში ჩართული პირები არიან რისკის ქვეში, რადგან რამდენიმე ათწლეულის წინ გამოშვებული საღებავები, რომლითაც ადრე იღებებოდა კედლები და ნივთები შეიცავს ტყვიას.
გამომწვევი მიზეზები
ტყვია არის მეტალი რომელიც როგორც წიაღისეული მოიპოვება დედამიწის ქანებში. ადამიანთა ისეთმა აქტივობამ როგორიც არის ტყვიის მაღაროების მშენებლობა, ისეთი ქარხნების მშენებლობა რომლებიც დიდი რაოდენობით წარმოქმნიან გამონაბოლქვს და ზოგადად საწარმოო პროცესის განვითარებამ ხელი შეუწყო ტყვიის გავრცელებას გარემოში და უფრო ხელშესახები გახდა ადამიანებისთვის.
როდესაც გამონაბოლქვთან ერთად ტყვია ხვდება ჰაერში ის შეიძლება დაგროვდეს მტვერის სახით.
აშშ-ში ტყვია აღარ გამოიყენება საღებავების და საწვავის წარმოებაში. მაგრამ ტყვია კვლავ გამოიყენება ბატარეების, ქილების, მილების, ელექტრო მოწყობილობების, შემდუღებელი მასალის, ზოგიერთი კოსმეტიკის და სამკაულების წარმოებაში.
აშშ-ში ტყვია როგორც საღებავების შემადგენელი კომპონენტი აკრძალულია 1978 წლიდან, მაგრამ ის კვლავ შეიძლება გვხვდებოდეს ადრეულ წლებში შეღებილ სახლებში, შენობებში და სხვადასხვა ნივთებში.
ბავშვებში მოწამვლების უმეტესობა დაკავშირებულია მათ მიერ ძველი შეღებილი კედლის ან სხვა საგნების საღებავის ნაწილების შეჭმასთან.
წყლის ძველი ონკანები და მილები, რომლებიც შედუღებულია ტყვიის შემცველი ძველი საშემდუღებლო მასალით და შესაძლოა მუდმივად გამოყოფდნენ ტყვიას სასმელ წყალში.
ტყვიის შემცველი საშემდუღებლო მასალა რომელიც გამოიყენებოდა კონსერვის მეტალის ქილების დამზადების პროცესში აღარ გამოიყენება აშშ-ში, მაგრამ შესაძლოა კვლავ გამოიყენება სხვა ქვეყნებში.
ტყვიის სხვა წყარო
ტყვია ნიადაგში შესაძლოა დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს.
ტყვიის წყარო შესაძლოა იყოს:
- ნიადაგი: ტყვია, რომელიც ნიადაგში მოხვდა ტყვიის შემცველი ბენზინიდან ან ძველი საღებავიდან, შეიძლება დარჩეს ნიადაგში დიდი ხნის განმავლობაში. ადგილები რომლებიც ახლოს არის ძველ კედლებთან და გზისპირთან უფრო მეტად წარმოადგენენ რისკს.
- მტვერი: საღებავის ნაწილაკებისგან და დაბინძურებული ნიადაგისგან შეიძლება წარმოქმნას მტვერი.
- სათამაშოები: ძველი სათამაშოები შესაძლოა შეღებილი იყოს ტყვიის შემცველი საღებავით. რომელიმე ქვეყანაში შესაძლოა სათამაშოების შესაღებად კვლავ გამოყენებოდეს ტყვიის შემცველი საღებავი.
- ხალხური კოსმეტიკიკური საშუალებები: სხვადასხვა ქვეყანაში ხალხური მეთოდით თვალების შესაღებად გამოყენებული შავი საღებავი შესაძლოა შეიცავდეს ტყვიას.
- ფერადი შუშა: ფერადი შუშის წარმოებაში შედუღების დროს შესაძლოა გამოიყენებოდეს ტყვია.
- ჭურჭელი: ზოგიერთი ფერადი კერამიკული ჭურჭელის წარმოებაში ასევე შესაძლოა გამოყებეული იყოს ტყვია.
- თამბაქოს მოწევა: თამბაქოს აქტიური და პასიური მოწევა დაკავშირებული იყო სისხლში ტყვიის მაღალ დონესთან.
ეფექტი
ტყვია აზიანებს ადამიანის ორგანიზმის ყველა სისტემას რომელთანაც ის არის კონტაქტში. ყველაზე მეტად ის აზიანებს სხვადასხვა ფერმენტებს და ნერვულ სისტემას.
ეფექტი ფერმენტებზე: ზიანის დიდი ნაწილი გამოწვეულია უჯრედებში ფერმენტების ფუნქციის დათრგუნვით. ითრგუნება იმ ფერმენტების ფუნქცია, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბევრ მნიშვნელოვან პროცესზე ადამიანის ორგანიზმში.
ტყვია უკავშირდება უმეტესად იმ ფერმენტებს რომელთა კო-ფაქტორები არის მეტალის იონები. მეტალის იონებისგან განსხვავებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ფერმენტის ნორმალურ ფუნქციონირებას, ფერმენტთან სხვა მეტალის ნაცვლად ტყვიის მიერთების შემთხვევაში ითრგუნება ფერმენტის ნორმალურ ფუნქციონირება.
ტყვია აფერხებს ისეთი ფერმენტების ფუნქციას როგორიც არის დელტა-ამინოლევულინის მჟავის დეჰიდრატაზა (ALAD) და ფეროქელატაზა. ეს ორივე ფერმენტი საჭიროა ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტის შესაქმნელად, როგორიც არის - ჰემი და რომელიც საჭიროა სისხლში ჟანგბადის გადასატანად.
გავლენა ნერვულ სისტემაზე
ტყვიით მოწამვლის შემთხვევაში ხშირად ყველაზე მეტად ზიანდება ტვინი.
ტვინის დაზანების შემთხვევაში ყველაზე ხშირად ითრგუნება ქერქის ის უბნები რომლებიც პასუხისმგებელია აზროვნების, გუნება განწყობილების და გადაწყვეტილების მიღების ფუნქციაზე.
ზოგადად ტვინი და ცენტრალური ნერვული სისტემა შემოსაზღვრულია გარსებით რომლებიც ქმნიან დამცავ ბარიერს და არ აძლევენ საშუალებას სხვადასხვა ტიპის ტოქსინებს შეაღწიონ ტვინში. ტყვია კი ადვილად კვეთს ამ დამცავ ბარიერს და მარტივად აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.
ტვინში მოხვედრის შემდეგ იგი აფერხებს ნეირონთაშორისი სინაფსების განვითარებას, ნეიროტრანსმიტერების და იონური არხების წარმოქმნას.
ტყვია აზიანებს ნერვების დამცავ მიელინის გარსს. მიელინის გარსი კი საჭიროა ნერვების მიერ იმპულსების გასატარებლად.
ბევრი ნეიროტრანსმიტერის ფუნქცია ფერხდება ტყვიის გამო, მათ შორის გლუტამატის ფუნქცია ჰიპოკამპუსში. გლუტამატი მნიშვნელოვანია მეხსიერების და დასწავლის ფუნქციის შესასრულებლად.
ტყვიამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვული უჯრედების აპოპტოზი ანუ სიკვდილი. ნერვული უჯრედები აღარ აღდგება და ხელახლა აღარ წარმოიქმნება, შესაბამისად ზიანდება ტვინის ბევრი ფუნქცია.
დიაგნოსტიკა
ყველას ვისაც სურს თავის ან თავისი შვილის ორგანიზმში განსაზღვროს ტყვიის რაოდენობა, საჭირო იქნება თითიდან ან ვენიდან სისხლის აღება.
ტყვის რაოდენობის განსაზღვრა სისხლში შედარებით მარტივი პროცედურაა.
სხვადასხვა ქვეყნების ჯანდაცვითი ორგანიზაციების რეკომენდაციით პრევენციული ღონისძიებები ტყვიის საწინააღმდეგოდ უნდა გატარდეს იმ შემთხვევაში თუ სისხლში მისი დონე აღემატება 5 მიკროგრამს დეცილიტრში (5 μg/dL).
აშშ-ში ვარაუდობენ რომ მათ ქვეყანაში დაახლოებით ნახევარი მილიონი ბავშვი არის რომელსაც სისხლში ტყვიის ზემოთაღნიშნული დონე შეიძლება ჰქონდეს.
მოზრდილებში უსაფრთხო დონედ მიჩნევა სისხლში ტყვიის კონცენტრაცია არაუმეტეს 10 μg/dL.
მოზრდილებში კუჭნაწლავის მხრივ სიმპტომები ვითარდება როდესაც დონე აღწევს 45 μg/dL ან მეტს.
მოზრდილებში როდესაც ტყვიის დონე აღწევს დაახლოებით 25 μg/dL ფარგლებს, უმეტეს შემთხვევაში უკავშირდება სამუშაო გარემოს და ტყვიასთან კონტაქტს სამსახურში.
ზოგადად არ არსებობს ტყვიის უსაფრთხო დონე ორგანიზმში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტყვიის ნებისმიერმა კონცენტრაციამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას.
სხვა კვლევები რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს ტყვიით მოწამვლის დასადგენად არის:
- ძვლის ტვინის ბიოფსია
- ერითროციტების პროტოპორფირინის დონის განსაზღვრა (ტესტი კრინის ნაკლებობის დასადგენად)
- რკინის დონის განსაზღვრა
- სისხლის საერთო ანალიზი და შედედების განმსაზღვრელი ტესტები
- გრძელი ძვლების და მუცლის რენდგენი
მკურნალობა
როგორც ნებისმიერი მოწამვლის შემთხვევაში უნდა აღმოვაჩინოთ მიზეზი და შხამის წყარო, რის შემდეგაც იგი უნდა მოვარიდოთ ადამიანს.
თუ პრობლემა არის ძველ საღებავებში მაშინ უკეთესია ზედაპირი გადავღებოთ და დავფაროთ საღებავის ახალი უსაფრთხო ფენით, ვიდრე ჩამოვფხიკოთ და დავწვათ, რადგან ამ დროს შესაძლოა გავზარდოთ ჰაერში და მტვერში ტყვიის კონცენტრაცია. საღებავის ახალი ფენით ზედაპირის დაფარვით შემცირდება პირდაპირი კონტაქტი და ნაწილაკების ჰაერში ან კანზე მოხვედრის ალბათობა.
თუ ტყვიის წყაროს მოშორებით ან შემცირებით არ მოხდა სისხლში ტყვიის კონცენტრაციის დაკლება, მაშინ დაგვჭირდება შემდეგი:
- ქელაციური მკურნალობა: ეს გულისხმობს ისეთი მედიკამენტის გამოყენებას რომელის ორგანიზმში მიემაგრება ტყვიის ნაწილაკებს და შარდთან ან განავალთან ერთად გამოდევნის ტყვიას ორგანიზმიდან.
თუ არის დამატებითი ეჭვი იმაზე რომ პაციენტმა შეჭამა ტყვიის შემცველი ნივთიერება იმ რაოდენობით, რომ იგი შეიძლება გახდეს სიცოცხლისთვის საშიში, მაშინ უნდა მივმართოთ შემდეგს ღონისძიებებს:
- ნაწლავების და მთლიანი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამორეცხვა ოყნის მეშვეობით, პოლიეთილენის გლიკოლის გამოყენებით.
- კუჭის ამორეცხვა მარილიანი წყლით და შიგთავსის ამოტუმბვა სპეციალური მილის და საქაჩებით.
- ინტრვენულად სითხის გადასხმა.
პრევენცია
ზომები რომლებსაც შეგვიძლია მივმართოთ ტყვიის მოწამვლის რისკის შესამცირებლად:
- წყალი. თუ წყლის მილები შეიცავს ტყვიას, დატოვეთ ონკანი მოშვებული 1 წუთის განმავლობაში და მხოლოდ 1 წუთის შემდეგ გამოიყენეთ წყალი დასალევად. ონკანის ცხელი წყალი არ გამოიყენოთ დასალევად ან საკვების მოსმზადებლად.
- დაბინძურებულ ნიადაგთან კონტაქტის შემცირება. ეცადეთ შეზღუდოთ ბავშვების მიერ სავარაუდოდ დაბინძურებულ ნიადაგში თამაში. შეძლებისდაგვარად მოაწყვეთ ქვიშის სათამაშო ადგილი ან დარგეთ ბალახი ეზოში, რათა შემცირდეს ღია ნიადაგთან კონტაქტის ალბათობა.
- ჯანსაღი კვება. საკვები რაციონი რომელიც მდიდარია კალციუმით და რკინით, ხელს უშლის ნაწლავებიდან ტყვიის შეწოვას.
- წყლის ფილტრი. თუ ონკანის წყლის შემოწმების შედეგად დადგინდა ტყვიის შემცველობა, მაშინ შეძლებისდაგვარად დაამონტაჟეთ სპეციალური წყლის ფილტრი ან გამოიყენეთ ბოთლის წყალი დასალევად.
- ხელის დაბანა. დაბანეთ ბავშვებს ხელები ხშირად, რათა შემცირდეს მიწასთან ან მტვერთან კონტაქტის შედეგად ხელებზე არსებული ტყვიის ნაწილაკების მოხვედრა პირის ღრუში.
- დასუფთავება. ეცადეთ შეამციროთ მტვერის რაოდენობა საცხოვრებელ გარემოში. დაგავეთ იატაკი და გაწმინდეთ ზედაპირები სველი წესით, რათა შემცირდეს მტვრის ჰაერში მოხვედრის. ამ შემთხვევაში მცირდება მტვრის შესუნთქვის ალბათბა.
- ჭურჭელი. არ შეინახოთ ღვინო, ძმარი ან ალკოჰოლური სასმელები ბროლის ჭურჭელში დიდი ხნის განმავლობაში, რადგან გარკვეული დროის შემდეგ იზრდება ბროლში არსებული ტყვიის სასმელში მოხვედრის ალბათობა.
- დაკონსერვებული საკვები. ეცადეთ შეზღუდოთ დაკონსერვებული საკვები პროდუქტების გამოყენება რდგან ზოგიერთ ქვეყანაში ტყვია გამოიყენება საკონსერვე ქილების დასამზადებლად.
პროგნოზი
მოზრდილები რომლებსაც ჰქონდათ ტყვიით მსუბუქი მოწამვლა შესაძლებელია სრულიად განიკურნონ.
რადგან ბავშვის ორგანიზმი კვლავ განაგრძობს ზრდას, მათ შესაძლოა მთლიანად ვერ მოახერხონ გამოჯანმრთელება. შესაძლოა განვითარდეს IQ შემცირება ან ყურადღების დეფიციტი.
სხეულის სხვა სისტემებიც, როგორიცაა თირკმელები და ნერვული სისტემა, შეიძლება შეუქცევადად დაზიანდეს. დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე გამოჯანმრთელების პროცესი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვე ან წელი.