კვლევების თანახმად გაირკვა რომ წონის დაკლების სურვილის მქონე ამერიკელების დაახლოებით ნახევარი ითვლის კალორიების რაოდენობას. მაგრამ რამდენად ადვილია კალორიების დათვლა?
სიმართლეა რომ ყველა საკვების კალორია შეიცავს იგივე რაოდენობის ენერგიას. მაგრამ ეს იმას არ ნიშვავს რომ თქვენი ორგანიზმი თანაბრად იმოქმედებს 100 კალორიის მქონე ნაყინზე და 100 კალორიის შემცველ ცილოვან საკვებზე.
ჩვენი ორგანიზმი თანაბრად არ შეიწოვს ყველა კალორიას. მაგალითად, ნაწლავები შეიწოვს ბოჭკოთი მდიდარი საკვების მხოლოდ სამ-მეოთხედს, დარჩენილი კალორიები გამოიყოფა ნაწლავებიდან ნარჩენების სხით.
ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენი ნაწლავები ვერ ითვისებს იმ რაოდენობის კალორიას, რაც საკვების შეფუთვაზეა მითითებული.
საკვების ტიპი რომელსაც მივირთმევთ ასევე განსაზღვრავს ისეთ ფაქტორებს როგრიცაა მეტაბოლიზმის დონე და დანაყრების შეგრძნება, რაც გავლენას ახდენს წონის კლებაზე.
მაგალითად, ცილებს გააჩნიათ დანაყრების მაღალი ინდექსი, რაც იმას ნიშნავს რომ ადამიანი უფრო დიდხანს გრძნობს თავს დანაყრებულად და ამის გამო შეიძლება ნაკლები კალორია მიირთვას დღის განმავლობაში. ხოლო ნახშირწყლებით მდიდარ საკვებს, როგორიცაა ნამცხვარი, ტკბილეულობა - გააჩნიათ დანაყრების დაბალი ინდექსი. ამის გამო, შაქრის მაღალი შემცველობის საკვების მირთმევის შემდეგ ჩვენ ხშირად მალევე გვიჩნდება შიმშილის გრძნობა.
როდესაც საქმე ეხება მეტაბოლიზმის დონეს, ამ შემთხვევაში ოქროს მედალი ეკუთვნის ცილებს. როდესაც ჩვენი ორგანიზმი ცდილობს ცილების გადამუშავებას მას სჭირდება მეტი ენერგია, რის გამოც მატულობს მეტაბოლიზმის დონე, რაც თავისთავად გვეხმარება მეტი კალორიის დაწვაში.
საბოლოო ჯამში, კალორიების დათვლა კარგი მიდგომაა, მაგრამ ჩვენ ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას თუ როგორი ტიპის საკვებს მივირთმევთ.
აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია თქვენი დიეტის განხილვა დიეტოლოგთან ან თქვენს ექიმთან, რომლებსაც შეუძლიათ კალორიებს დათვლის გარდა სხვა სასარგებლო რჩევები მოგცენ.