2019 წლ 11 აპრილს . ვენაში, ავსტრია, ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის და ღვიძლის საერთაშორისო ფონდის მიერ ორგანიზებულ ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე (EASL 2019), მსოფლიოში პირველად, საქართველოს ვირუსულ ჰეპატიტებთან ბრძოლის სანიმუშო ქვეყნის საპატიო ტიტული მიენიჭა.

2014 წლიდან უკვე ტრადიციულად EASL-ის კონგრესზე საქართველოში ელიმინაციის მიღწევების განხილვას სპეციალური სესია ეთმობა, რომელზეც საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გაკეთდა მნიშვნელოვანი მოხსენებები და ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის თავმჯდომარემ მასიმო კოლომბომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ბატონ დავით სერგეენკოს ოფიციალურად გადასცა საქართველოს ვირუსულ ჰეპატიტებთან ბრძოლის სანიმუშო ქვეყნის ტიტული, რაც ქვეყანაში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებისა და საქართველოს, როგორც ვირუსულ ჰეპატიტთან, განსაკთრებით კი C ჰეპატიტთან, ბრძოლოს ერთ-ერთ სამოდელო ქვეყანად აღიარებაა.

ჩვენთვის უდიდესი პატივია მსოფლიოში პირველისანიმუშო ქვეყნისსტატუსის მოპოვება. საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა წარმოადგენს კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს, რასაც საფუძველი ჩაუყარა აშშ- დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და კომპანიაგილეადმა“. საქართველოში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო წვდომამ, უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა დაავადების ტვირთი ჩვენს ქვეყანაში. გარდა იმისა, რომ ამ პროგრამამ იქონია სწრაფი პოზიტიური გავლენა ეროვნულ საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, საქართველო ასევე, გახდა მისაბაძი ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით და მრავალი სახელმწიფო გაიზიარებს იმ ღირებულ, მართლაც რომ საუკეთესო გამოცდილებას, რაც ჩვენ 2015 წლიდან გაგვაჩნია“.-განაცხადა დავით სერგეენკომ დაჯილდოვების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებირივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ბატონი ამირან გამყრელიძე, საერთაშორისო საზოგადოებისა და ექსპერთთა წინაშე, წარდგა მოხსენებით და ისაუბრა საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევებზე, ძირითად გამოწვევებსა და გადაჭრის სტრატეგიებზე."