უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, დღესასწაულების აღსანიშნავად ბევრმა ჩვენთაგანმა უამრავი ჭიქა ღვინო, ლუდი, შამპანიური და სხვა ალკოჰოლური სასმელი მიირთვა. აქედან გამომდინარე შეიძლება ვიგრძნოთ რომ იანვრის განმავლობაში ცოტა შესვენება გვჭირდება. ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ალკოჰოლის გარეშე გატარებული თუნდაც ერთი თვე არის შესანიშნავი გადაწყვეტილება ჩვენი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

ბრიტანეთში ერთერთმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ წამოიყო კამპანია, რომელის ფარგლებში მოახდინეს ადამიანების წახალისება და ხელი შეუწყვეს მათ იმაში რომ ახალი წლის დასაწყისში ერთი თვე ალკოჰოლის გარეშე გაეტარებინათ. მიუხედავად იმისა რომ საქველმოქმედო ორგანიზაცია ბრიტანეთში აწარმოებს თავის კამპანიას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ათასობით ადამიანი შეუერთდა მათ და ახალი წელი ალკოჰოლის გარეშე დაიწყეს.

ლოგიკურია რომ ალკოჰოლისგან თავის შეკავება 31 დღის განმავლობაში აუმჯობესებს ადამიანის ჯანმრთელობას. ცნობილია რომ ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება არის სიმსივნის, ღვიძლის დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და სხვა სამედიცინო პრობლემების განვითარების ერთ-ერთი რისკ ფაქტორი.

მეცნიერებმა დაადგინეს რომ ალკოჰოლისგან თუნდაც ერთი თვე თავის შეკავება აძლიერებს და აუმჯობესებს ადამიანის ჯანმრთელობას ერთი წლით.

 

ბრიტანელმა მკვლევარებმა ფალმერში მდებარე სასექსის უნივერსიტეტიდან ჩაატარეს კვლევა, რომელიც აჩვენებს რამდენად შესაძლებელია ალკოჰოლისგან ერთი თვის განმავლობაში თავის შეკავებამ გააუმჯობესოს ადამიანის ჯანმრთელობა ხანგრძლივ პერსპექტივაში.

კვლევამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ექიმი რიჩარდ დე ვისსერი სასექსის უნივერსიტტიდან, დაადგინა რომ ადამიანები რომლებმაც 2018 წელს მონაწილეობა მიიღეს "მშრალი იანვრის" კამპანიაში, აღენიშნავდნენ ენერგიის მომატებას და  სხეულის წონის მაჩვენებლების გაუმჯობესებას. ისინი ალკოჰოლის მიმართ ნაკლებ ინტერესს გრძნობდნენ ინიციატივაში ჩართვიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი.

 

თუნდაც ერთი თვის ალკოჰოლის გარეშე გატარება აძლიერებს და აუმჯობესებს ადამიანის ჯანმრთელობას ერთი წლით

ექიმ რიჩარდ დე ვისსერის და მისი გუნდის მიერ მოხდა "მშრალი იანვრის" კვლევაში მონაწილე პირებისგან შეგროვებული მონაცემების დამუშავება. ჯამში 2821 ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია და შეავსო სპეციალური კითხვარი იანვრის დასაწყისში. თებერვლის პირველ კვირაში 1715 მონაწილემ შეავსო შემაჯამებეილი კითხვარი, ხოლო 816 მონაწილემ კვლევის ავტორებს 2018 წლის აგვისტოში მიაწოდა დამატებეითი მონაცმები თავიანთი ჯანმრთელობის შესახებ.

დადებითი შედეგების  ჩამონათვალი

ადამიანებმა რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს "მშრალი იანვრის" კამპანიაში, აღნიშნეს ბევრი დადბითი შედეგი მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული და ასევე ხაზი გაუსვეს ფინანსური ხარჯების შემცირებას.

მონაწილეთა მიერ აღნიშნული შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 93 პროცენტს თვის ბოლოს ჰქონდა "მშრალი იანვრის" ამოცანის შესრულებასთან დაკავშირებული სიხარულის განცდა.
  • 88 პროცენტმა დაზოგა თანხები რომლებსაც სხვა შემთხვევაში ისინი დახარჯავდნენ ალკოჰოლური სასმელის შეძენაზე.
  • 82 პროცენტმა გაანალიზა თავიანთი ალკოჰოლის მიმართ დამოკიდებულების უარყოფითი შედეგების მნიშვნელობა.
  • 80 პროცენტმა აღნიშნა რომ გაიაზრა როგორ გააკონტროლონ ალკოჰოლის ჭარბად მიღების ჩვევა.
  • 76 პროცენტმა გაანალიზა თუ რატომ და როდის უწევთ ალკოჰოლის მირთმევა ჭარბი რაოდენობით.
  • 71 პროცენტმა ისწავლა რომ გასართობად და განწყობის გასაუმჯობესებლად არ სჭირდებათ ალკოჰოლი.
  • 71 პროცენტმა აღნიშნა რომ კმაყოპფილები არიან ძილის ხარისხის გაუმჯობესებით.
  • 70 პროცენტმა აღნიშნა ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება.
  • 67 პროცენტი აღნიშნავდა ენერგიის მომატებას.
  • 58 პროცენტმა დაიკლო წონაში.
  • 57 პროცენტმა აღნიშნა კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესება.
  • 54 პროცენტმა აღნიშნა კანის მდგომარეობის გაუმჯობესება.

საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ექიმი რიჩარდ პიპერი აცხადებს:  "რელურად არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი იანვარის განმავლობაში არ მიირთმევს ალკოჰოლს, თუ რომელიმე სხვა თვეში. 31 დღე ალკოჰოლის გარეშე გვაჩვენებს, რომ გასართობად, მოსადუნებლად და ერთმანეთთან საურთიერთობოდ ხშირად სულაც არ არის საჭირო ალკოჰოლის მირთმევა"

"ბევრმა ჩვენთაგანმა კარგად იცის ჯანმრთელობაზე ალკოჰოლის მავნე ზეგავლენის და მაღალი რისკის შესახებ. ის დაკავშირებულია შვიდი სხვადასხვა სიმსივნის, ღვიღლის დაავადებების, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გამოწვევასთან, მაგრამ ხშირად ჩვენ არ გვაქვს წარმოდგენა ალკოჰოლის შემცირებით გამოწვეული მყისიერი დადებითი შედეგების შესახებ, როგორიცაა, უკეთესი ძილი, მომატებული ენერგია, თანხების დაზოგვა, კანის უკეთესი მდგომარეობა, წონაში კლება და ა.შ" აცხადებს ექიმი რიჩარდ პიპერი.

ეს იქნება იანვარი თუ წლის სხვა რომელიმე პერიოდი, ერთი თვით ან რამდენიმე კვირით ალკოჰოლის ჩანაცვლება ჩაით, წვენებით ან წყლით გააუმჯობესებს თვენს ჯანმრთელობას, თავს უფრო ბედნიერად იგრძნობთ და ფინანსური ხარჯებიც დაგეზოგებათ.