კვლევების მიხედვით, აშშ-ში 50 მილიონ ადამიანს აწუხებს აკნეს პრობლემა. აკნეს საწინააღმდეგოდ არსებობს უამრავი სამკურნალო საშუალება რომელიც ხშირად იწვევს დაბნეულობას და გაურკვევლობას არჩევანის გაკეთების დროს.

ადვილია შეცდომის დაშვება აკნეს მკურნალობის დროს, ასევე შეიძლება მდგომარეობის გაუარესებაც. ექსპერტების მიერ შედგენილი იყო ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების ჩამონათვალი. ხშირ შემთხვევაში დერმატოლოგებს შეუძლიათ მდგომარეობის გამოსწორება და პაციენტის განკურნება.

 

შეცდომა N 1: არასაკმარისი ხანგრძლივობით აკნეს მკურნალობა.  

კანი ნელა რეაგირებს მკურნალობაზე. აკნე სწრაფად ვითარდება, მაგრამ უფრო ხანგრძლივი პერიოდი არის საჭირო მის განსაკურნად. "აკნეს მკურნალობას სჭირდება 6-12 კვირა", გვირჩევს ბარბარა რ. რიდი, დენვერში კოლორადოს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ექიმი დერმატოლოგი, დერმატოლოგიის პროფესორი.

ეიპრილ ვ. არმსტრონგი, ექიმი დერმატოლოგი, დერმატოლოგიის ასესტენტ პროფესორი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან გვირჩევს, რომ პაციენტებმა უნდა მიიღონ პრეპარატი 1 თვის განმავლობაში და გაუმჯობესების შემჩნევის შემთხევაში უნდა გააგრძელონ მკურნალობა უფრო ხანგრძლივად. "ზოგ შემთხვევაში თქვენი კანი შეიძლება იყოს გაღიზიანებული ან იწვევდეს დისკომფორტს მკურნალობიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში", ამბობს დიანა ბერსონი, ექიმი დერმატოლოგი. იგი არის კორნელის უნივერსიტეტის დერმატოლოგიის ასისტენტ პროფესორი. ექიმი ბერსონი ამბობს, რომ ეს არ არის ინფექცია და რომ ეს არის ანთებითი პროცესი, რომელიც შეიძლება ოდნავ გაუარესდეს იქამდე სანამ განკურნების ეტაპი დაიწყება.

 

შეცდომა N 2: სამკურნალოდ ერთდროულად ბევრი პრეპარატის გამოყენება.

ექიმი რიდი ამბობს, რომ ზოგჯერ ადამიანები ერთდროულად იყენებენ რამდენიმე პროდუქტს  როცა ვერ ხედავენ შედეგს პირველი დღეების განმავლობაში. შემდეგ ხდება ის რომ ადამიანები იწყებენ სხვადასხვა პრეპარტების გამოყენებას და წყვეტენ მათ გამოყენებას თუ ვერ ხედავენ შედეგს ერთ ან ორ დღეში. ისინი ხშირად ურევენ პროდუქტებს ერთმანეთში. ხანდახან პრეპარატებს შეუძია გამოიწვიონ კანის გაღიზიანება და ავნონ პაციენტს.

"როდესაც ადამიანი თვითმკურნალობს აკნეს, შესაძლებელია კანის უნებლიედ გაღიზიანება. ამას შეუძლია აკნეს დაზიანებული ადგილის გადიდება, ფერის შეცვლა, ხოლო შეხორცების შემდეგ შეიძლება დარჩეს ლაქები ან ნაწიბურები", ამბობს ექიმი ბერსონი.

 

შეცდომა N 3: კანის ზედმეტად გახეხვა ან გაწმენდა.

"კანის ზედმეტაგ გახეხვა აუარესებს აკნეს, რადგან ამ დროს შეიძლება დაზიანდეს კანის დამცავი ბარიერი და კანი უფრო გაღიზიანდეს", ამბობს ექიმი ბერსონი.

აკნეს დროს ეცადეთ კანი დაიბანოთ არაგამაღიზიანებელი, დაბალანსირებული pH-ის მქონე საშუალებით რათა შეამციროთ ანთების პროცესი. ასევე მნიშვნელოვანია გამწმენდი საშუალებების ნარჩენების ჩამობანა კანიდან, რადგან მათაც შეუძლიათ კანის გაღიზიანება.

"აკნე არ არის ჭუჭყით გამოწვეული", ამბობს ექიმი რიდი. ბევრი ადამიანი ხშირად ზედმეტად იბანს და იხეხავს კანს აკნეს დროს. ექიმი რიდი აღნიშნავს, რომ მისი მასწავლებელი ხშირად იმეორებდა, "აკნეს ჭუჭყი რომ იწვევდეს, მაშინ თქვენ აკნე ფეხებზე გექნებოდათ!".