დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნდა რეკომენდაციები გრიპის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით. გთავაზობთ ნაწყვეტს განცხადებიდან:

გრიპის ვირუსის  საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრიპის პროფილაქტიკისთვის

ერთადერთი საშუალებაა!

 მოსახლეობისთვის:

  1. გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში (მაღალი ტემპერატურა, ხველა)  საჭიროა  ექიმთან კონსულტაცია; 

  2. ის პირები, ვისაც აღენიშნებათ გრიპისმაგვარი დაავადების სიმტომები, უნდა მოერიდონ მასიური თავშეყრის ადგილებს;

  3. სიპტომების გაჩენის შემთხვევაში, სასურველია, ერთჯერადი ნიღბების ტარება:

  •  ერთჯერადად ნიღაბი შეიძლება გამოიყენოთ მაქსიმუმ სამი საათის განმავლობაში;
  •  გამოყენებული  ნიღაბი უნდა მოთავსდეს ნაგვის უახლოეს კოლექტორში.
  1. ხელების დაბანა აუცილებელია:

  • დღის განამავლობაში მინიმუმ ხუთჯერ;
  • მიზანშეწონილია თხევადი საპონით სარგებლობა;
  • ხელებით ნებისმიერი სახის ფიზიკური კონტაქტის წინ და შემდეგ;
  • ყველა იმ შემთხვევაში, როცა ვიზუალურად დაბინძურებულია;
  • ხელმისაწვდომობის შემთხვევაში სასურველია სპირტის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენება (მ.შ. ერთჯერადი დოზატორები);
  • სასურველია ერთჯერადი ხელსახოცების მოხმარება. გამოყენებული ხელსახოცები  და ერთჯერადი დანიშნულების საგნები უნდა მოთავსდეს ნაგვის უახლოეს კოლექტორში.
  1. გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების (ტემპერატურის მატება, ხველა) მქონე პირები უნდა მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნას;
  2. რეკომენდირებულია დაავადებული პაციენტის იზოლაცია, ავადმყოფის ოთახის ხშირი განიავება და დღეში რამდენჯერმე სველი წესით დალაგება.

განცხადების ტექსტის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე: http://www.ncdc.ge/Pages/User/News.aspx?ID=3207e9db-ac6d-4645-b420-a2a6a3c705c7