ცხვირიდან სისხლდენა ხშირია. უფრო ხშირად სისხლდენა არის უსიამოვნო ერთჯერადი შემთხვევა ვიდრე რეალური სამედიცინო პრობლემა. მაგრამ არ არის გამორიცხული სისხლდენა ასევე გახდეს სამედიცინო პრობლემის პირველი ნიშანი.

როგორ მოვიქცეთ სისხლდენის დროს

  • დაჯექით ვერტიკალურად და გადაიხარეთ წინ. ვერტიკალურად ჯდომის დროს თქვენ ამცირებთ წნევას ცხვირის ვენებში. წინ გადახრით თქვენ შეამცირებთ სისხლის გადაყლაპვის ალბათობას. გადაყლაპულმა სისხლმა შესაძლოა კუჭი გააღიზიანოს.
  • ხელით მოუჭირეთ ნესტოებს. გამოიყენეთ თქვენი ცერა და საჩვენებელი თითი რათა მოუჭიროთ ცხვირის ნესტოებს. ისუნთქეთ პირით. ეცადეთ ნესტოები გქონდეთ მოჭერილ მდგომარეობაში 5 ან 10 წუთის განმავლობაში. ნესტოების მოჭერით ხდება სისხლმდენი ვენების მიჭერა ცხვირის ძგიდეზე და ამ გზით სისხლდენის შეჩერება.
  • განმეორებითი სისხლდენის თავიდან ასაცილებლად, სისხლდენიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ეცადეთ არ მოიხოცოთ ცხვირი და არ დაიხაროთ დაბლა. ამ პერიოდის განმავლობაში ეცადეთ თავი გქონდეთ აწეული გულის დონეზე უფრო მაღლა.
  • თუ სისხლდენა განმეორდა, მოიხოცეთ ცხვირი რათა გამოიწმინდოთ სისხლის ნარჩენი კოლტები და ორივე ნესტოში ჩაიწვეთეთ ცხვირის ისეთი წვეთები, რომლებიც შეიცავს ოქსიმეტაზოლინს ან სხვა  სისხლძარღვების ადგილობრივად შემავიწროვებელ ნივთიერებას (ნაზივინი, ტიზინი, ოტრივინი, აფრინი და სხვა). მოუჭირეთ ცხვირს ისე როგორც ზემოთ იყო აღწერილი და დაურეკეთ თქვენს ექიმს.

 

დაუყოვნებლივ მიმართეთ  ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას თუ:

  • სისხლდენა გრძელდება 20 წუთზე მეტხანს.
  • სისხლდენა გამოწვეულია შემთხვევითი დაცემით, თავის ტრავმით, სახეში დარტყმით, რასაც შეეძლო გამოეწვია ცხვირის მოტეხილობა.

 

დაუკავშირდით თქვენს ექიმს თუ:

  • ხშირად გაქვთ ცხვირიდან სისხლდენა. შეიძლება გახდეს საჭირო სისხლძარღვის კაუტერიზაცია (მოწვა). ამ დროს ხდება სისხლძარღვის მოწვა ან ელექტრო დანით ან ლაზერით. თქვენმა ექიმმა შეიძლება ცხვირის ტამპონები ან დოლბანდი გამოიყენოს, რათა მათი ზეწოლით დაახშოს სისხლმდენი კაპილარები.
  • გაქვთ ცხვირიდან სისხლდენა და იღებთ სისხლის გამათხიერებელ პრეპარატებს, როგორიცაა ასპირინი ან ვარფარინი. თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ გადაიხედოს პრეპარატის დოზირება.

ნაზალური კანულის ან მილის მეშვეობით ჟანგბადის მიწოდებამ შესაძლოა გაზარდოს სისხლდენის განვითარების რისკი. გამოიყენეთ ცხვირის დამატენიანებელი წვეთები წყლის შემცველობით და ეცადეთ გაზარდოთ ტენიანობა თქვენს სახლში, რათა შეამციროთ სისხლდენის ალბათობა.