კლინიკა „ოფთალმიჯი“ დაარსდა თბილისში 1996 წლის 7 იანვარს. დამფუძნებელია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ჯავრიშვილი.
კლინიკის დაარსებას წინ უძღოდა რამდენიმე საინტერესო მოვლენა. 1987 წელს გიორგი ჯავრიშვილი იწყებს ორდინატურის 2 წლიან კურსს მოსკოვის ფიოდოროვის სახელობის თვალის მიკროქირურგიის კომპლექსში.
1990 წელს სვიატოსლავ ფიოდოროვის ინიციატივით გიორგი ჯავრიშვილი მივლინებულ იქნა იტალიის ქ. ნეაპოლში თვალის კლინიკა „Centro Oculistico „SOVIET”-ში, გამოსაგზავნი პაციენტების შესარჩევად. შემდეგ 1.5 წლის განმავლობაში გიორგი ჯავრიშვილის ხელმძღვანელობით რამდენიმე რუს და ქართველ ოფთალმოლოგს მოუწია ზემოთაღნიშნულ კლინიკაში მუშაობა. ეს იყო ქართველი ოფთალმოლოგების პირველი გასვლა სამუშაოდ ევროპაში.
1991 წელს გიორგი ჯავრიშვილმა მოსკოვის ფიოდოროვის სახელობის თვალის მიკროქირურგიის კომპლექსში დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 2005 წელს სადოქტორო დისერტაცია. ორივე ნაშრომი ეხებოდა რქოვანის პათოლოგიის ქირურგიულ მკურნალობას.
გიორგი ჯავრიშვილის მონაწილეობით 1992 წელს უკრაინაში, ქ. დონეცკში შეიქმნა თვალის მიკროქირურგიის კლინიკა, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს.
1997 წელს, საქართველოში პირველად, „ოფთალმიჯის“ ბაზაზე დაინერგა რქოვანის გადანერგვის, ბადურა გარსის ლაზერული და კატარაქტის ფაკოემულსიფიკაციის ოპერაციები. ეს იყო ნამდვილი გარღვევა ქართულ ოფთალმოლოგიაში, რომელსაც, როგორც წესი, გამოუჩნდენ მოწინააღმდეგენიც. თუმცა ახალი მეთოდები თანდათან გავრცელდა სხვა კლინიკებშიც.
1997 წლიდან იწყება „ოფთალმიჯის“ ფილიალების მშენებლობა - ქუთაისი, თელავი, გორი, რუსთავი, ცხინვალი, საჩხერე, ზუგდიდი, მარნეული, გლდანი.
2000 წელს შეიქმნა ქვეყანაში ერთადერთი მოძრავი საოპერაციო ბლოკი. მოძრავმა კლინიკამ რამოდენიმეჯერ მოიარა საქართველოს უკლებლივ ყველა რეგიონი, კონსულტირებულ იქნა 50 000-მდე პაციენტი და გაკეთდა დაახლოებით 10 000 ოპერაცია. ბოლო 3 წელია მოძრავი კლინიკა ემსახურება საჩხერის და საგარეჯოს რაიონის მოსახლეობას.
კლინიკა „ოფთალმიჯი“ ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ქველმოქმედებით. სრულიად უფასოდ ათასობით ეკონომიკურად გაჭირვებულმა პაციენტმა მიიღო მაღალი ხარისხის ოფთალმოლოგიური მომსახურეობა.
ყოველივე ამის ლოგიკური გაგრძელება იყო 2009 წელს გიორგი ჯავრიშვილის საქველმოქმედო ფონდის შექმნა. ფონდი ყოველწლიურად უსასყიდლოდ ასრულებს ასამდე უმაღლესი კატეგორიის ოფთალმოლოგიურ ოპერაციას მეცნიერებათა აკადემიის და შემოქმედებითი ინტელიგენციის (მხატვრები, მუსიკოსები, ლიტერატორები, მსახიობები) დასახმარებლად.
2009 წელს კლინიკამ დაიწყო სათაო ოფისის მშენებლობა თბილისში, დიღმის სამედიცინო კლასტერში, მიხეილ ჭიაურელის ქ 7. მიწის ფართობია 6000 კვ.მ, შენობის - 2400 კვ.მ. შენობა აშენდა განსაკუთრებული პროექტით. გამოყენებულია მოპირკეთების, სანტექნიკის, თბოიზოლაციის, გათბობა-ვენტილაციის (VRV) არასტანდარტული სისტემები და მოწყობილობები. მომწოდებლები - York, Reinars, Porcelanosa, Willeroy & Bosch. მშენებლობის პერიოდში გათვალისწინებულ იქნა საერთაშორისო ISO-სტანდარტის ყველა მოთხოვნა. კლინიკის ბაზაზე დამონტაჟდა ბოლო თაობის ოფთალმოლოგიური აპარატურა ისეთი მწარმოებლების, როგორიცაა Zeiss, Bausch & Lomb, Alcon, Nidek.
-ახლომხედველობა;
-შორსმხედველობა;
-ასტიგმატიზმი;
-ამბლიოპია („ზარმაცი თვალი“);
-სიელმე;
ჩვენს კლინიკაში დანერგილია თვალის სხვადასხვა დაავადებების ქირურგიული მკურნალობა:
- კატარაქტის ქირურგია;
- რქოვანის ქირურგია;
- გლაუკომის ქირურგია;
- ვიტრეორეტინალური ქირურგია;
- პლასტიკური ქირურგია;
- ბადურა გარსის ლაზერული ქირურგია;
- SLT ლაზერი გლაუკომის მკურნალობაში;
- YAG ლაზერი მეორადი კატარაქტის და გლაუკომის მკურნალობაში