ყველა მშობელს თავისი შვილისთვის მხოლოდ კარგი უნდა. ჩვენ ყველამ ვიცით სხვადასხვა გზები და მეთოდები იმისა თუ როგორ შევუქმნათ ბავშვებს უსაფრთხო გარემო და დავიცვათ ისინი შესაძლო საფრთხეებისგან. ვიცით თუ რა უნდა ჭამოს ბავშვმა, რომ საკვები არ გადასცდეს სასუნთ გზებში; ვიცით როგორი მნიშვნელოვანია ბავშვები მოვარიდოთ ელექტრო გაყვანილობებს და ცხელ ნივთებს, გამათბობელს, გაზქურას, მდუღარე წყალს და ა.შ; ვიცით რაოდენ მნიშვნელოვანია ავტომობილით მგზავრობის დროს სპეციალური სავარძლის გამოყენება. მაგრამ იცით თუ არა რომ ბავშვების დაცვის ერთერთი ყველაზე საუკეთესო მეთოდი არის, მათთვის ყველა სავალდებულო გეგმიური აცრის ჩატარება?

აცრებს შეუძლია თქვენი შვილის სიცოცხლის გადარჩენა. სხვადასხვა სამედიცინო დარგების სწრაფი განვითარების გამო, თქვენი შვილი დღეს უფრო დაცული შეიძლება გყავდეთ ვიდრე ოდესმე იყო შესაძლებელი.

ზოგიერთი დაავადება, რომელიც ადრე აზიანებდა ჯანმრთელობას ან კლავდა ათასობით ბავშვს, დღეს არის დამარცხებული ან არის გაქრობის პირას. ეს ყოველივე არის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაციის შედეგი. პოლიომიელიტი არის ერთერთი კარგი მაგალითი იმისა თუ როგორი შთამბეჭდავი შედეგი შეიძლება გამოიღოს ეფექტურმა ვაცინაციამ. ერთ დროს პოლიომიელიტი იყოს ერთერთი ყველაზე საშიში დაავადება, რომელიც იწვევდა ბავშვების პარალიზს ან სიკვდილს, მაგრამ დღეს, აცრების წყალობით პოლიომიელიტის შემთხვევები არის იშვიათი.

აცრები არის ძალიან უსაფრთხო და შედეგიანი. აცრები რომ იყოს უსაფრთხო, ბავშვებისთვის განკუთვნილი თითოეული ვაქცინა რამდენიმე წლის განმავლობაში გადის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას მეცნიერების, ექიმების და ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ. აცრის შემდეგ ბავშვმა შეიძლება იგრძნოს დისკომფორტი, აცრა მისთვის შეიძლება იყოს მტკივნელი, ნემსის ჩხვლეტის ადგილას გამოიწვიოს სიწითლე ან უსიამოვნო შეგრძნება. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი არის უმნიშვნელო იმ რეალურ ტკივილთან, დისკომფორტთან და ზიანთან შედარებით, რაც ბავშვმა შეიძლება მიიღოს იმ დაავადების განვითარების შედეგად, რომლის საწინააღმდეგოდაც ბავშვი არ იქნება აცრილი. აცრის შედეგად განვითარებული გართულებები, ისეთი როგორიც არის მძიმე ალერგიული რეაქცია, არის ძალიან იშვიათი. ნებისმიერი ბავშვისთვის აცრების უპირატესობები არის იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე შესაძლო გართულებები.

აცრების შედეგად თქვენ იცავთ სხვა ბავშვებსაც თქვენს გარშემო. ბავშვები აცრების მიუხედავად ხანდახან მაინც ავადდებიან იმ დაავადებებით რომელთა საწინააღმდეგოდაც აცრები აქვთ ჩატარებული. უკანასკნელ წლებში ჩვენ გვახსოვს წითელას და ყივანახველას გავრცელების შემთხვევები. აშშ-ში 2010 წლის შემდეგ ყოველწლიურად ფიქსირდება 10 000-დან 50 000-მდე ყივანახველას შემთხვევა და აქედან 10-20 ბავშვი იღუპება ყოველწლიურად, ეს იმ ბავშვების კატეგორიაა რომლებიც იყვნენ ასაკით პატარები და ასაკის გამო ვერ მოასწრეს ყველა აცრის ჩატარება. ზოგიერთი ბავში ხდება ავად მანამდე სანამ მათ მოუწევთ გეგმიური აცრები და ზოგ ბავშვს არ შეუძლია აცრის გაკეთება მძიმე ალერგიული რეაქციის და დასუსტებული იმუნიტეტის გამო, რომელიც მაგალითად შეიძლება დასუსტდეს ლეიკემიის განვითარების შედეგად. ასეთი ბავშვების ჯანმრთელობას რომ გავუფრთხილდეთ, მნიშვნელოვანია ის ბავშვები რომლებსაც შეგვიძლია აცრა გავუკეთოთ, იყვნენ დროულად აცრილები. ეს არამარტო იცავს თქვენი ოჯახის ჯანმრთელობას არამედ ასევე ამცირებს დაავადების გავრცელების ალბათობას თქვენს ახლობლებში და თქვენს გარშემო მცხოვრებ ბავშვებში.

აცრებმა შეიძლება დაზოგოს თქვენი დრო და ფინანსური ხარჯები. აცრების ჩატარებით ვამცირებთ იმ დაავადების განვითარების ალბათობას, რომლის განვითარების შემთხვევაში ბავშვს შეიძლება მოუწიოს ბაღის ან სკოლის გაცდენა ხანგრძლივი დროით. თუ ბავშვს შეეყრება ის დაავადება, რომლის თავიდან აცილება აცრით იყო შესაძლებელი, შედეგად შესაძლოა საჭირო გახდეს ბავშვის საავადმყოფოში მოთავსება, სამსახურის გაცდენა, მკურნალობის ხარჯების დაფარვა და ჯანმრთელობის რეაბილიტაციისთვის დამატებითი ხარჯების გაღება.

აცრების ჩატარების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ დაავადების განვითარების რისკი და დაზოგოთ თქვენი ოჯახის ხარჯები, რადგან ვაქცინების უმრავლესობა ფინანსდება სახელმწოფოს მიერ და ხელმისაწვდომია უბნის პოლიკლინიკებში.

აცრები იცავს მომავალ თაობას. აცრებმა შეამცირა ან საეთო გააქრო ზოგიერთი დაავადება, რომელიც რამდენიმე ათწლეულის წინ კლავდა ან მძიმედ ასახიჩრებდა უამრავ ადამიანს. მაგალითად ისეთი ვირუსი, როგორიც არის - ყვავილი (Smallpox), ამჟამად მთელს მსოფლიოში ითვლება დამარცხებულად და დედამიწაზე უკანასკნელი ბუნებრივად დასნებოვნებული შემთხვევა იყო 1977 წელს. თქვენს ბავშვებს ეხლა აღარ უწევთ ყვავილის ვირუსის საწინააღმდეგო აცრების ჩატარება რადგან დაავადება აღარ არსებობს. ბავშვებში წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად შემცირდა ორსული ქალების ამ ვირუსით ინფიცირება და შესაბამისად მუცლად მყოფ ნაყოფში თანდაყოლილი დეფექტების განვითარების ალბათობა. თუ ჩვენ გავარგძელებთ ჩვენი ბავშვების ვაქცინაციას დღეს, მომავალში შესაძლოა ზოგიერთი ინფექციური დაავადება საერთოდ აღმოიფხვრას და აღარ გამოიწვიოს მძიმე ინფექციები მომავალ თაობებში.

 

აცრების ეროვნული კალენდარი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

http://ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=dd9d4b52-3980-40ca-8a26-5adf81e8d05d