მთელს მსოფლიოში მარიხუანა არის ერთერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი ნარკოტიკული ნივთიერება. ის არის გუნება-განწყობაზე მოქმედი ნივთიერება, რომელიც ზეგავლენას ახდეს ადამიანის თითქმის ყველა ორგანოზე.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2017 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის თამახმად აღმოჩნდა, რომ 16-დან 1 ახალგაზრდა ადამიანი მოიხმარდა მარიხუანას (კანაბისს) თითქმის ყოველდღე. კვლევამ აჩვენა რომ, იმ მე-12 კლასელთა რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ რომ მარიხუანა წარმოადგენს რისკს მათი ჯანმრთელობისთვის განახევრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში.

ძირითადად ადამიანები მარიხუანას მოიხმარენ მოსაწევის სახით, ასევე ისუნთქავენ ორთქლს, ხარშავენ და ამზადებენ ჩაის მაგვარ ნაყენს დასალევად, ხმარობენ მას როგორც ბალზამს, ამზადებენ ორცხობილებს რომლებსაც შემდგომ ჭამენ.

ზოგიერთი ადამიანი სამედიცინო მიზნებისთვის დამზადებულ მარიხუანას მოიხმარს ქრონიკული ტკივილის, კუნთების სპასტიურობის, ანორექსიის, გულისრევის შეგრძნების და ძილის დარღვევების სამკურნალოდ.

სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანა გამოიყენება როგორც მთლიანი მცენარის ან მისი შემადგენელი ნივთიერებების სახით, როგორიცაა მაგალითად კანაბიდიოლი (CBD), რომელიც წარმოადგენს მარიხუანისგან შექმნილი მცირერიცხოვანი ლეგალური მედიკამენტების ძირითად კომპონენტს.

ზოგიერთ ქვეყნებში სამედიცინო მარიხუანა არ ექვემდებარება სახელმწოფო რეგულაციების კონტროლს, რის გამოც მისი კომპონენტები და წამლისმიერი ეფექტი ზოგჯერ სრულად არ არის ცნობილი. სამედიცინო მარიხუანა არ არის ლეგალური რიგ ქვეყნებში.

მთავარი ფსიქოაქტიური კომპონენტი მარიხუანაში არის დელტა-9-ტეტრაჰიდრო-კანაბიდინოლი (THC).

მარიხუანა შეიცავს დაახლოებით 120 ნივთიერებაზე მეტს, რომლებსაც სხვადასხვა თვისებები გააჩნიათ.

გასართობად მარიხუანას იყენებენ შემდეგი ეფექტების გამო: ის იწვევს გაბრუებას, მოდუნების შეგრძნებას, მადის მომატებას და აქვეითებს სისხლის წნევას.

რა არის მარიხუანა?

Marijuana 'may be worse than cigarettes for cardiovascular health'

მარიხუანა არის მცენარე რომლის ზუსტი სახელწოდებაა Cannabis sativa.

მარიხუანა მზადდება Cannabis sativa (კანაფის) მცენარის გამხმარი ყვავილოვანი კენწეროებისგან, ფოთლებისგან, ღეროებისგან და თესლებისგან.

ადამიენები მარიხუანას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ როგორც კანაფის ბოჭკოების - თოკის დასამზადებლად, თესლის, თესლისგან გამოყვანილი ზეთის დასამზადებლად, ასევე სამედიცინო და გართობის მიზნით.

არსებობს გარკვეული მტკიცებულებები რომ მარიხუანის ზოგიერთი კომპონენტი, მაგალითად როგორიცაა კანაბიდიოლი (CBD) შეიძლება სასარგებლო იყოს ძლიერი ტკივილის, ანთების, გულისრევის შეგრძნების და ზოგიერთი ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ.

მიუხედავად ამისა, კანაბიდიოლი (CBD) არის მარიხუანაში შემავალი 120 ნივთიერებიდან (კანაბინოიდები) მხოლოდ ერთ-ერთი. ადამიანების ჯანმრთელობითვის მეტად საფრთხილოა მარიხუანის სამედიცინო მიზნებით გამოყენება.

მარიხუანის ერთერთი ძირითადი კომპონენტია დელტა-9-ტეტრაჰიდრო-კანაბიდინოლი (THC). THC არის მარიხუანის მთავარი გონების დამთრგუნველი (ფსიქოაქტიური) ნივთიერება.

ის მოქმედებს ტვინის სპეციფიურ რეცეპტორებზე და იწვევს შესაძლო გუნება-განწყობის ცვლილებას, დეპრესიას, სუიციდურ ფიქრებს, მეხსიერების პრობლემებს და დასწავლის უნარის დაქვეითებას. მას შეუძლია გამოიწვიოს ნივთიერებაზე დამოკიდებულება.

ცნობილია რომ ეს ნივთიერება ასევე აძლიერებს მადას და იწვევს ორგანიზმის მოდუნებას, ასევე ამცირებს ყნოსვით, სმენით და მხედველობით ფუნქციებს.

THC ასევე შეუძლია გამოიწვიოს დაღლილობა. ზოგიერთ ადამიანში THC-ს შეუძლია შეამციროს აგრესია.

ზეგავლენა

Image result for marijuana

მარიხუანას აქვს მრავალი სახის ეფექტი ადამიანის გონებაზე და ორგანიზმზე.

მარიხუანაში არსებული 120-ზე მეტი ნივთიერებებიდან, უმეტესობაზე არ არსებობს სრული და ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ დღეისთვის ცნობილი ყველაზე ძლიერი ფსიქოაქტიური ნივთიერება არის დელტა-9-ტეტრაჰიდრო-კანაბიდინოლი (THC).

მარიხუანის მოწევის შემდეგ THC მალევე შეიწოვება სისხლში და რამდენიმე წუთში აღწევს ტვინამდე.

THC უფრო ნელა შეიწოვება ორგანიზმში როდესაც მას ჭამენ, რაც იწვევს ეფექტის დადგომას 2 საათის შემდეგ და ახანგრძლივებს ნივთიერების ეფექტის ხანგრძლივობას.

მარიხუანაში არსებული THC და სხვა კანაბინოიდები, არის მსგავსი იმ კანაბინოიდებისა რომლებიც ბუნებრივად მცირე რაოდენობით წარმოიქმნება ჩვენს ორგანიზმში.

ეს ბუნებრივი კანაბინოიდები ასრულებენ ნეიროტრანსმიტერების ფუნქციას და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ტვინის უჯრედებს (ნეირონებს) შორის აგზავნიან ქიმიურ სიგნალებს.

ეს ნეიროტრანსმიტერები მოქმედებენ ტვინის იმ უბნებში რომლებიც უზრუნველყოფენ მეხსიერების, აზროვნების, კონცენტრაციის, მოძრაობის, კოორდინაციის, სენსორულ, დროის შეგრძნების და სიამოვნების შეგრძნების ფუნქციებს.

რეცეპტორები რომლებიც იღებენ სიგნალებს ბუნებრივი კანაბინოიდებისგან ასევე რეაგირებენ THC-ზე და შეუძლიათ დათრგუნონ ტვინის ნორმალური ფუნქციონირება.

ზოგიერთი კვლევა მოწმობს რომ THC ზეგავლენას ახდენს ტვინის ისეთ უბნებზე რომლებიც პასუხისმგებელია მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის უნარებზე.

ის ასევე მოქმედებს ტვინის სხვა უბნებზე, უარყოფით ზეგავლენას ახდენს წონასწორობაზე, კოორდინაციის უნარზე და რეაქციის დროზე.

ეს უქმნის საფრთხეს ადამიანებს, რომლებიც მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ატარებენ მანქანას, მართავენ მძიმე ტექნიკას, მონაწილეობას იღებენ სპორტულ აქტივობებში ან  ჩართულები არიან სხვა საქმიანობაში რომლის დროსაც საჭიროა ფიზიკური მოქმედებები.

THC ასტიმულირებს სპეციფიურ კანაბინოიდურ რეცეპტორებს რომლებიც ზრდიან დოპამინის ნეიროტრანსმიტერის გამოყოფას, რომელიც პასუხისმგებელია სიამოვნების შეგრძნებაზე.

ადამიანები იყენებენ მარიხუანას სიამოვნების შეგრძნების განცდის მისაღწევად, ამაღლებული განწყობის მისაღებად და მოსადუნებლად.

მარიხუანა ასევე ცვლის სენსორული აღქმის უნარს; ფერები უფრო მკაფიო და ნათელი ეჩვენებათ, ძლიერდება ფანტაზიის შერძნება, მუსიკა უფრო სასიამოვნო და ემოციები უფრო ღრმა ეჩვენებათ. ზოგიერთი ადამიანი განიცდის პარანოიის შეგრძნებას.

როდესაც ადამიანები მოიხმარენ მარიხუანას გასართობად და ამაღლებული განწყობის შესაქმნელად მათ შეიძლება განიცადონ შემდეგი ეფექტები:

  • ცვლილება სენსორული აღქმის უნარში, ნივთიერების სუსტი ჰალუცინოგენური ეფექტის შედეგად, რომლის გამო შეიძლება დაუქვეითდეთ დროის და სივრცის აღქმის უნარი.

  • ცვლილება გუნება-განწყობაში, რომელიც იწვევს ეიფორიას, ენერგიის მომატების შეგრძნებას, ან მოდუნების შეგრძნებას.

  • გულისცემათა სიხშირის მომატება

  • არტერიული წნევის შემცირება

  • კონცენტრაციის და მეხსიერების უნარის დაქვეითება

  • ფსიქომოტორული კოორდინაციის უნარის დაქვეითება

  • გულისრევის შეგრძნება; მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთი კანაბინოიდი გამოიყენება ამ შეგრძნების შესამცირებლად.

  • მადაში მომატება

  • სუნთქვის გახშირება

მარიხუანის გამოყენების ხანგრძლივობის და რაოდენობის გათვალისწინებით, THC მცირე რაოდენობით შეიძლება მაინც დარჩეს ადამიანის ორგანიზმში და გამოიყოფოდეს შარდთან ერთად მარიხუანის ბოლო მიღებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი.

რისკები

ქვემოთ არის მოყვანილი რამდენილე მაგალითი, რომელიც ასახავს კანაბინოიდების და მარიხუანის მოხმარების ზოგიერთ უარყოფით შედეგს: 

  • განსჯის უნარის დაქვეითება: ერთერთმა კვლევამ აჩვენა, რომ პიროვნება რომელმაც უკანასკნელი 3 საათის განმავლობაში გამოიყენა მარიხუანა, არის გაზრდილი რისკის ქვეში, რომ მანქანის მართვის დროს მოყვეს ავტოსაგზაო შემთხვევაში.

  • უშვილობის რისკი და რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითება: ერთერთი კვლევის თანახმად რომელიც ჩატარდა ცხოველებზე აღმოჩნდა რომ მარიხუანის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქცია და უნარების დაქვეითება.

  • იმუნური სისტემის ეფექტი: ერთი კვლევის თანახმად, მარიხუანის მოწევამ შეიძლება დააქვეითოს ორგანიზმის იმუნური სისტემა, რაც ზრდის ინფექციების და კიბოს განვითარების ალბათობას მარიხუანის მომხმარებელში.

  • ფსიქოზი:  კვლევამ, რომელიც ჩატარდა მარიხუანის ხანგრძლივად მომხმარებელთა ჯგუფში აჩვენა რომ ის ზრდის ფსიქოზის განვითარების ალბათობას ახალგაზრდებში.

  • ღრძილების დაავადებების რისკი: ერთმა კვლევამ დაადგინა რომ მარიხუანის მოწევა ზრდის ღრძილების დაავადების განვითარების რისკს, მიუხედავად იმისა პიროვნება ეწევა სიგარეტს თუ არა.

  • ტვინის ფუნქციის დაქვეითება: მკვლევარებმა დაადგინეს რომ ის მომხმარებლები რომლებმაც დაიწყეს მარიხუანის მოწევა 15 წლის ასაკამდე - უფრო დაბალ ქულებს იღებენ გონების უნარების შესაფასებელ ტესტებში ვიდრე ის მომხმარებლები ვინც მარიხუანის მოხმარება დაიწყო უფრო მოგვიანებით.

  • მეხსიერების უეცარი დაკარგვა:  კვლევა რომელიც ჩატარდა ბრიტანეთში, დაადგინა რომ ძლიერი კანაბისის მწეველებს მეტი რისკი აქვთ განუვითარდეთ მეხსიერების უეცარი დაკარგვა.

  • ადამიანის დნმ-ს ცვლილება: კვლევა რომელიც ასევე ჩატარდა ბრიტანეთში, აჩვენა რომ მარიხუანის მოწევის შედეგად ზიანდება უჯრედების ბირთვის დნმ ისე რომ შესაძლოა გაიზარდოს კიბოს განვითარების რისკი

  • სათესლე ჯირკვლების კიბო: 2015 წელს ჩატარდა კვლევა რომლის დროსაც მოხდა ძველი კვლევების შედეგების გაანალიზება და გამოითქვა ვარაუდი რომ მარიხუანის ხანგრძლივი დროით გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს სათესლე ჯირკვლების სიმსივნის განვითარების რისკი, აღნიშნული მოსაზრება საჭიროებს მეტ დასაბუთებას დამატებითი კვლევების საშუალებით.

ნივთიერებაზე დაოკიდებულება

C:\Users\user\Desktop\WebDoctors.ge\News\image-20150112-23782-r9u96e.jpg

მარიხუანა იწვევს შეჩვევას და მასზე დამოკიდებულების განვითარებას და მისი ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენება იწვევს სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემებს.

კანაბისმა/მარიხუანამ ისევე რგორც სხვა ტკივილის შემამსუბუქებელმა ნივთიერებებმა შეიძლება გამოიწვიოს შეჩვევა და წამალზე დამოკიდებულების განვითარება.

გარკვეული დროის განმავლობაში მუდმივმა სტიმულაციამ ნეიროტრანსმიტერებით, რომლებიც ააქტიურებენ კანაბინოიდურ რეცეპტორებს, შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები ტვინში და განვითარდეს მარიხუანაზე დამოკიდებულება.

კვლევების თანახმად გაირკვა, რომ ის ადამიანები რომლებიც ადრეულ ასაკში იწყებენ მარიხუანის მოხმარებას უფრო დიდი რისკი აქვთ განუვითარდეთ მარიხუანაზე დამოკიდებულება.

კანაბისის მოხსნის ან შეწყვეტის ეფექტი

კანაბისის მოხმარების უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი, მაგრამ ეს არ იქნება სიცოცხლისთვის საშიში.

მოხსნის ეფექტი იწყება მარიხუანის მოწევის დანებებიდან მეორე დღესვე და გრძელდება ერთი კვირის განმავლობაში.

მოხსნის ეფექტის სიმპტომების:

  • შინაგანი შფოთვის შეგრძნება

  • გაღიზიანება

  • უძილობა

  • მუცლის ტკივილი

  • მადის დაქვეითება

უძილობის პრობლემები შეიძლება გაგრძელდეს ერთ კვირაზე მეტი დროის განმავლობაში.

მარიხუანის ხანგრძლივად მოხმარების შედეგების სრული მოცულობა ბოლომდე არ არის ცნობილი.

არ არსებობს გზა იმისთვის რომ წინასწარ განვსაზღვროთ ვის განუვითარდება ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სხვა არასასურველი შედეგები და გართულებები.

სინთეზური მარიხუანა

წამლები რომლებსაც არ გააჩნიათ ლეგალური სტატუსი და არ არიან ნებადართულები სპეციალური სამედიცინო ორგანიზაციების მიერ არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანისთვის უსაფრთხო წამლებად.

ეგრეთწოდებული სინთეზური მარიხუანა, მაგალითად K2 ან Spice, არ მიიჩნევა მარიხუანად, თუმცა შეიცავს ნივთიერებებს რომლებიც გვხვდება მარიხუანაში.

ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება გასინჯონ შეუმოწმებელი ან არალეგალური სინთეზური კანაბინოიდი იმ რწმენით რომ სინჯავს ლეგალურ მარიხუანას. ეს შეიძლება იყოს სახიფათო და სიკვდილითაც შეიძლება დასრულდეს.

ლეგალურობა

კანაბისი და მსგავსი ნივთიერებები, როგორიცაა CBD ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება იყოს ლეგალური. ყოველთვის საჭიროა ადგილობრივი კანონმდებლობის კარგად დაზუსტება მარიხუანის ან მისი მსგავსი ნივთიერებების შეძენის ან მოხმარების წინ.

სამედიცინო გამოყენება

მკვლევარები ეძებდნენ კანაბინოიდების შესაძლო სარგებელს სხვადასხვა დაავადებების და მდგომარეობების სამკურნალოდ.

იკვლევდნენ მის სამკურნალო ეფექტებს ისეთი დაავადებებისთვის როგორიცაა: ავტოიმუნური დაავადებები, ანთება, ტკივილი, გულყრები, ფსიქიატრიული დაავადებები, ნივთიერებებზე დამოკიდებულების დაავადებები, ნარკომანიის სამკურნალოდ.

CBD მედიცინაში

ბევრი მკვლევარი იკვლევს კანაბიდიოლის (CBD) სამედიცინო სარგებელს, ეს ნივთიერება შედის მარიხუანის შემადგენლობაში და არ გააჩნია ფსიქოაქტიური ეფექტი.

2018 წლის ივნისში ამერიკულმა ორგანიზაციამ FDA გასცა ნებართვა CBD გამოყენების შესახებ ორი მძიმე ფორმის ეპილეფსიის სამკურნალოდ, რომელიც ვერ იმართება სხვა მკურნალობის მეთოდების მეშვეობით.

მედიკამენტს ეწოდება ეპიდიოლექსი, და ეს არის ნივთიერება რომელიც შექმნილია მარიხუანისგან. ის არის მარიხუანისგან გამოყოფილი კანაბიდიოლი და არ შეიცავს THC.

ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ CBD შეიძლება ეფექტური იყოს ტკივილის და ანთების გასაყუჩებლად, რომელიც ვითარდება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ფიბრომიალგია ან ართრიტი, და ასევე შფოთვითი დაავადების და ნივთიერებაზე დამოკიდებულების სამკურნალოდ.

THC მედიცინაში

ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა რომ THC აქვს უნარი გამოყენებული იყოს გულისრევის შეგრძნებების და ღებინების სამკურნალოდ, მაგრამ მისი გვერდითი ეფექტები ზღუდავენ მის გამოყენებას.

მას გააჩნია ღებინების საწინააღმდეგო ეფექტი რომელიც შესაძლოა სასარგებლო იყოს პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია ან სხვა მკურნალობა რომლის დროსაც ღებინება არის მკურნალობის მოსალოდნელი გვერდითი ეფექტი.

THC შეუძლია ტკივილის, ანთების, ღებინების შემცირება და კუნთების კონტროლის დარღვევების სანკურნალოდ იყოს გამოყენებული, მაგრამ მეტი მტკიცებულებებია იმისთვის საჭირო რომ დასაბუთდეს მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა.

ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ THC გააჩნია ზომიერი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი და შესაძლოა გამოყენებული იყოს თავის ტკივილის სამკურნალოდ.

კვლევები ასაბუთებენ მარიხუანის სხვადასხვა ფორმის ზოგიერთ სპეციფიურ სასარგებლო თვისებებს და შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ დროთა განმავლობაში ამერიკის სპეციალური ორგანიზაცია FDA გასცემს ნებართვას სხვადასხვა ფორმის მარიხუანის გამოყენებაზე სამედიცინო მიზნებისთვის.

ეპიდიოლექსის გარდა, FDA-მ გასცა ნებართვა კიდევ სამ მედიკამენტზე, ესენია: მარინოლი, სინდროსი და კესამეტი. უკანასკნელი მედიკამენტები შეიცავს სინთეზურ ნივთიერებებს რომელიც THC სტრუქტურის მსგავსია. ისინი გამოიყენება ზოგიერთი ტიპის ანორექსიის დამატებით სამკურნალო საშუალებებად.

სხვა მკვლევარები ცდილობენ იპოვონ მათი გამოყენების სხვა გზები, სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად, როგორც დამატებითი მკურნალობა კიბოს რადიაციულ მკურნალობასთან ერთად.

ერთი კვლევის შედეგების თანახმად რომელიც ჩატარდა 2018 წლის ივლისში დადგინდა რომ არ არსებობს მტკიცებულება იმისა რომ კანაბისის გამოყენება ამცირებს ტკივილს ან ამცირებს ოპიოიდების გამოყენების საჭიროებას სიმსივნის დროს.

მიუხედავად კვლევის შედეგებისა, კანაბისის გამოყენება ძირითადად იყო არალეგალური და კვლევა არ იყო ფოკუსირებული კანაბინოიდების სპეციფიური კომპონენტების ეფექტების შესასწავლად.