შარდის შეკავება ეს არის შარდის ბუშტის არასრული დაცლა ან შარდის პროცესის შეწყვეტა. შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული.

გამომწვევი მიზეზებია: შარდის ბუშტის შეკუმშვის დაქვეითება, რომელიც გამოწვეულია დეტრუსორ სფინქტერის დისსინერგიით (შემცირებული კოორდინაცია შარდის ბუშტის შეკუმშვასა და სფინქტერის რელაქსაციას შრის) ან ორივე ერთად. შეკავება ყველაზე ხშირია მამაკაცებში. ასევე გვხვდება პაციენტებში რომელთაც აქვთ დიაბეტი, გაფანტული სკლეროზი, პარკინსონის დაავადება, ადრეული ოპერაცია რომელმაც შარდის ბუშტის დენერვაცია გამოიწვია.

 

სიმპტომები-შარდის შეკავებამ შეიძლება გამოიწვიოს აბდომინური გაფართოება და ტკივილი, შეიძლება გაიზარდოს შარდის ბუშტის წნევა,  რომელიც იწვევს ობსტრუქციულ უროპათიას.

დიაგნოზი-ულტრასონოგრაფია და ცისტოსკოპია.