ტორნვალტის (Tornwaldt) კისტები არის ძალიან იშვიათი და გვხვდება ცხვირხახის ზედა უკანა ნაწილზე. ჩვეულებრის გამომწვევი მიზეზი არის ინფექცია, რის შედეგადაც ინფიცირებულ ადგილას ხდება კისტოზური წარმონაქმნის გაჩენა.
კისტები არის პატარა და ასიმპტომური, თუმცა ზოგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ღრუს ობსტრუქცია, საფეთქლის მიდამოში თავის ტკივილი და ევსტაქის მილის დისფუნქცია.
ზომა 2.5 სმ-დან 2 სმ-მდე მერყეობს. თუ სიმპტომურად გამოვლინდა, პაციენტს აწუხებს კისრის ტკივილი, თავბრუსხვევა, პრევერტებრალური ცერვიკალური კუნთების სპაზმი და ცხვირის ღრუს სიმპტომები.