ბაქტერია Clostridium-ი არის ძალიან ხშირი პათოგენი, რომელიც იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციებს. ხშირად გვხვდება ემფიზემატოზური ქოლეცისტიტის, საშვილოსნოს პრობლემების, მსხვილი ნაწლავის პერფორაციის და სხვა მდგომარეობების დროს.
C. pefringens გვხვდება მსხვილი ნაწლავის კარცინომის დროს. წარმოქმნის ეგზოტოქსინს რომელიც იწვევს ნეკროზს. გაზები ხშირად თან ახლავს მდგომარეობას და ასევე შესაძლოა განვითარდეს ჰემოლიზური ანემია, რადგან ლეციტინაზა აზიანებს ერითროციტების მემბრანებს. ჰემოლიზის, კუნთების ნეკროზის და ტოქსიურობის ფონზე შეიძლება განვითარდეს თირკმლის უკმარისობაც.
სიმპტომებია: ტკივილი, ცხელება, ვაგინალური გამონადენი, გაზები და სეფსისი. სეფსისი გვხვდება ინტრააბდომინალური და საშვილოსნოს კლოსტრიდიული ინფექციების დროს და სიმპტომებია: ცხელება, კანკალი, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, სიყვითლე, ციანოზი და ოლიგურია.
დიაგნოსტიკა ხდება ბაქტერიოლოგიით და რენტგენოლოგიური გამოკვლევებით.
მკურნალობისთვის იყენებენ პენიცილინს. თუ განვითარდა თირკმლის მწვავე ტუბულარული ნეკროზი - საჭიროა დიალიზი.