ვაგინალური სისხლდენა ადრეული ორსულობის დროს გვხვდება 20-30 % შემთხვევებში პირველ 20 კვირაზე. ამ შემთხვევებიდან თითქმის ნახევარი მთავრდება სპონტანური აბორტით.
გამომწვევი მიზეზებია:
- ექტოპიური ორსულობა - ვაგინალური სისხლდენა, მუცლის ღრუს ტკივილი (უეცარი, ლოკალური)
- აბორტი: მუცლის ღრუს ტკივილი, დილატირებული საშვილოსნოს ყელი, სიცხე, გამონადენი და სხვა.
- სისხლის შედედებასთან დაკავშირებული დაავადებები
- კორპუს ლუტეუმის კისტის გასკდომა - ლოკალიზებული მუცლის ტკივილი, ვაგინალური სისხლდენა, ძირითადად გვხვდება 12 კვირაზე.
მნიშვნელოვანია პაციენტის სრული გამოკვლევა. წარსულში ორსულობების რაოდენობა, მშობიარობების და აბორტების რაოდენობა. ტკივილის ბუნება, ლოკაცია, სიმწვავე. თანმხლები ჩივილები: სიცხე , კანკალი, მენჯის ტკივილი, ვაგინალური გამონადენი და ნევროლოგიური სიმპტომები.
ფიზიკური გამოკვლევა გულისხმობს გარეგანი გენიტალიების ინსპექციას, სპეკულუმით შემოწმებას და ბიმანუალურ გასინჯვას. ასევე საჭიროა ისეთი ტესტები როგორიცაა ბეტა - HCG, ულტრასონოგრაფია, სისხლის ტესტები.
მკურნალობის მეთოდები
- ლაპარასკოპია, ლაპარატომია
- მეთოტრექსატი
- ანტიბიოტიკები
გააჩნია რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე.