თირკმლის არტერიის სტენოზი არის შემცირებული სისხლის დინება ერთ ან ორივე რენალურ არტერიაში ან მათ ტოტებში. ოკლუზია არის სისხლის დინების სრული ბლოკადა რენალურ არტერიაში და მის ტოტებში. სტენოზსა და ოკლუზიას ძირითადად იწვევს თრომბოემბოლია, ათეროსკლეროზი, ფიბროზულ კუნთოვანი დისპლაზია. თირკმლის ჰიპოპერფუზია იწვევს რენოვასკულარ ჰიპერტენზიას, თირკმლის უკმარისობას, ხოლო ოკლუზია - თირკმლის ინფარქტსა და ნეკროზს.

ოკლუზია შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. მწვავე ოკლუზია ძირითადად ცალმხრივია, ხოლო ქრონიკული შეიძლება იყოს როგორც ცალმხრივი ასევე ორმხრივი.

მწვავე ოკლუზიის ყველაზე ხშირი გამომწვევია თრომბოემბოლები. ემბოლია შეიძლება წარმოიქმნას გულში (წინაგულოვანი ფიბრილაციისა და მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ), ან ბაქტერიული ენდოკარდიტების შემგომ. თრომბოზი შეიძლება წარმოიქმნას თირკმლის არტერიაში სპონტანურად ან ტრამვის შედეგად, ასევე აორტის დისექცია და თირკმლის არტერიის ანევრიზმის გასკდომა იწვევს სტენოზს.

ქრონიკული სტენოზი ორმხრივია. იწვევს ფიბროზულ-კუნთოვანი დისპლაზია, რომელიც ძირითადად ცალმხრივია. ქრონიკული პროგრესული სტენოზი კლინიკურად ვლინდება 10 წლის შემდეგ, რომელსაც საბოლოოდ  თირკმლის ატროფიამდე მივყავართ და შემდეგ ქრონიკულ თირკმლის დაავადებამდე. ძირითადი სიმპტომი არის ჰიპერტენზია. დიაგნოსტიკა ხდება რადიოგრაფიით.