ნამგლისებური ანემია არის ქრონიკული ჰემოლიზური ანემია, გვხვდება უფრო ხშირად შავკანიანებში. ხასიათდება ქსოვილების იშემიით და ინფარქტით.
ასეთი პაციენტები ცუდად განვითარებული აღნაგობის არიან, მოკლე ტანი და გრძელი კიდურები, კოშკისებრი ფორმის თავის ქალით გამოირჩევიან.  
ბავშვებში ხშირია ჰეპატოსპლენომეგალია, მოზრდილებს კი ელენთა შედარებით მცირე ზომის აქვთ.
ხშირია ქოლელითიაზი და ქრონიკული წყლულები კოჭის მიდამოში. პაციენტებს აწუხებთ ხელებისა და ფეხების ძლიერი ტკივილი. ასევე შეიძლება მუცლის ტკივილი განუვითარდეთ, ღებინების ან მის გარეშე.
დიაგნოსტიკა ხდება ოჯახის ისტორიის გამოკვლევის შედეგად. მნიშვნელოვანია სისხლის საერთო ანალიზი. სისხლის წითელი უჯრედები ნორმოციტულები არიან. სისხლის თეთრი უჯრედები მომატებულია. შრატში ბილირუბინი მატულობს და შარდში ურობილიროგენი გვაქვს.
ძვლის ტვინის შემოწმება მნიშვნელოვანია რათა განვასხვავოთ სხვა ანემიებისგან, გამოხატულია ჰიპერპლაზია.  
ერითროციტების დალექვის სიჩქარე კლებულობს.
ძვლებზე აღინიშნება შეთხელებები, არარეგულარული ნაწილები.
მკურნალობისთვის ეფექტურიატრანფუზიური თერაპია.