სქესობრივი მომწიფების დაგვიანებისას, მეორეული სასქესო ნიშნები 14 წლის (ბიჭებში 14 წლის, გოგოებში 13 წლისას უნდა გამოვლინდეს) ასაკში არ არის გამოვლენილი. გოგოებში სქესობრივი მომწიფების პირველი ნიშანი სარძევე ჯირკვლების ზომაში ზდრით გამოიხატება, რაც განპირობებულია საკვერცხეებიდან ესტროგენის აქტიური გამოყოფით და მისი ზემოქმედებით სარძევე ჯირკვლებზე.
ბიჭებში ყველაზე ადრეული ნიშანი სათესლეების ზრდაა. სათესლის გაზრდა ხდება ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის გავლენით. დაგვიანებული სქესობრივი მომწიფების დროს გოგონებში, 13 წლის ასაკში არ ხდება მკერდის განვითარება და 14 წლის ბიჭებს არ ეზრდებათ სათესლეები. შემთხვევების 90%, გვხვდება ჯანმრთელ ბავშვებში. მათ აქვთ ნელა განვითარებადი სასქესო სისტემა. თუმცა ეს შეიძლება სხვადასხვა დაავადებებთანაც ასოცირდებოდეს. მაგალითად: დიაბეტი, ფიბროზულ-კისტოზური დეგენერაცია, ჰიპოთალამუსიდან და ჰიპოფიზიდან  ჰორმონების სეკრეციის შეწყვეტა და სხვა.
სქესობრივი მომწიფება ინიცირებულია მალუტეინიზირებული ჰორმონის და ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის აქტივაციით, რომლებიც გამოიყოფა ჰიპოფიზიდან.  როდესაც ჰიპოფიზიდან ამ ჰორმონების გამოყოფას რამე ხელს უშლის, ჰიპოგონადოტროპული სქესობრივი მომწიფების დაგვიანება იჩენს თავს.
(ჰიპოგონადოტროპული ნიშნავს გონადოტროპინების დაბალ დონეს: ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის და მალუტეინიზირებული ჰორმონის). მკურნალობისთვის საჭიროა პაციენტის წონის, სიმაღლის და სქესობრივი მახასიათებლების პერიოდულად შემოწმება. ანაბოლური სტეროიდები ეფექტურია ზრდისთვის. ასევე აძლევენ ტესტოსტერონს ბიჭებს, და ესტროგენს გოგონებს, რათა დააჩქარონ მეორეული სასქესო ნიშნების განვითარება და სქესობრივი მომწიფება.