რევმატიული ცხელება არის მწვავე ანთებითი დაავადება, რომელსაც იწვევს სტრეპტოკოკული ინფექცია. პირველი ეპიზოდი ვლინდება 5-დან 15 წლამდე ასაკში და იშვიათია 3 წლამდე და 21 წლის მერე.
სახსრები: სახსრებზე ვლინდება არასპეციფიური ანთება სინოვიუმში. ხდება ლეიკოციტების, მიოციტების და ინტერსტიციალური კოლაგენის ჩალაგება.
გული: დაავადება ზეგავლენას ახდენს მიოკარდიუმზე, ენდოკარდიუმზე და პერიკარდიუმზე. წარმოიქმნება ანთების კერები. რევმატიზმი აზიანებს გულის სარქველებს. შეიძლება განვითარდეს სარქვლოვანი რეგურგიტაცია და შეშუპება.
კანი: კანი ხასიათდება გამონაყარით, ჰენოხ-შონლაინის პურპურით და სხვა.
ცენტრალური ნერვული სისტემა: იზრდება ბაზალური განგლიის მეტაბოლიზმი და იზრდება ანტინეირონალური ანტისხეულების რიცხვი.
სიმპტომები
გამოვნლინებებია: მიგრატორული პოლიართრიტი, ცხელება, მონოართრიტი, ცხელი და მტკივნეული სახსრები, ართრალგია, ტენოსინოვიტი, გულის შუილები, კარდიომეგალია, გულის უკმარისობა, გულმკერდის ტკივილი, სარქვლოვანი პრობლემები, ქორეა, ართრიტი, კანზე ნოდულები, ლეთარგია, დისკომფორტი, ანორექსია.
მკურნალობა
პირველი მიზანია დაქვეითდეს ანთება და შემცირდეს დაავადებასთან დაკავშირებული ჩივილები.
ასპირინი აკონტროლებს ცხელებას, ტკივილს, ართრიტებს და კარდიტებს.
პრედნიზონი ეფექტურია თუ ანთება გაგრძელდა ორ დღეზე მეტი.
ეფექტურია ასევე ანტისტრეპტოკოკული მედიკამენტები.
სტანდარტულად პენიცილინი, ალტერნატივაა სულფადიაზინი. პენიცილინზე ალერგიული პაციენტებისთვის-ერითრომიცინი.