ბადურის განშრევება არის ნეიროსენსორული ბადურის პიგმენტური ეპითელიუმისგან განშრევება.

არსებობს სამი ტიპის განშრევება: რეგმატოგენური: ყველაზე ხშირი ფორმაა.რისკ ფაქტორებია მიოპია, კატარაქტის შემდგომი ქირურგიული ჩარევა, ოკულარული ტრამვა, ბადურას დეგენერაცია.
ტრაქციული ფორმა:  გამოწვეულია ვიტრეორეტინალური ტრაქციით და ხშირია დიაბეტის და ნამგლისებრი ანემიის დროს.
სეროზული ფორმა:  გამოვლინდება სუბრეტინალურ სივრცეში სითხის აკუმულაციით. გამომწვევებია უვეიტი, ქოროიდალური ჰემანგიომა, ქოროიდალური სიმსივნეები.

სიმპტომები

- ბუნდოვანი ხედვა
- ხედვის დროს მონაცრისფრო ველი
- ცენტრალური მხედველობის დაქვეითება
- ჰემორაგია

დიაგნოსტიკა ხდება არაპირდაპირი ოფთალმოსკოპიით. მკურნალობისთვის კი საჭიროა ვიტრექტომია.