ბადურას ცენტრალური არტერიის ოკლუზია ხდება როდესაც ცენტრალური არტერია ბლოკირებულია ემბოლიით.

ემბოლიის გამომწვევი მიზეზებია ათეროსკლეროზული ფოლაქები, ენდოკარდიტი, წინაგულის მიქსომა.
თრომბოზები უფრო იშვიათი რისკ ფაქტორია მაგრამ გვხვდება სისტემური ვასკულიტების და წითელი მგლურას დროს.

ბადურას არტერიის ოკლუზია იწვევს უეცარ, უმტკივნეულო, მწვავე მხედველობის დაქვეითებას და ვიზუალურ დეფექტებს (ძირითადად უნილატერალურია).
გუგის რეფლექსები მცირდება, სისხლძარღვოვანი სურათი გამოხატულია. იმ შემთხვევაში თუ ოკლუზია სხვა დაავადებებთან არის კომბინაციაში, ხშირია თავის ტკივილი, ყბის ტკივილი, დაღლილობა და სხვა არასპეციფიური სიმპტომები.

დიაგნოსტიკა ხდება კლინიკური მახასიათებლებით, ფოტოგრაფიით და ანგიოგრაფიით. მკურნალობის მიზანია შემცირდეს თვალის შიდა წნევა.