თირკმლის სიმსივნე RCC-თირკმლის ყველაზე ხშირი სიმსივნეა. რენალური უჯრედის კარცინომა და ადენოკარცინომა 90-95%-ში პირველადი ავთვისებიანი სიმსივნეებია. სიმსივნის ჩამოყალიბების რისკი იზრდება ძირითადად 50-70 წლის პაციენტებში. რისკ ფაქტორებია:

მწეველები (მოწევა 20-30%-ით ზრდის სიმსივნის რისკს)

სიმსუქნე

ფენაცეტინის ხშირი გამოყენება

შეძენილი თირკმლის კისტოზური დაავადებები დიალიზურ პაციენტებში

ასბესტოზი, ბენზინის პროდუქტები

ოჯახური სინდრომები როგორიცაა Von Hippel–Lindau  

რენალურმა კარცინომამ შეიძლება გამოიწვიოს თრომბის ჩამოყალიბება თირკმლის ვენაში, რომელიც გადადის ღრუ ვენებში. ახასიათებს მეტასტაზები ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში, თირკმელზედა ჯირკვალში, ღვიძლში, ტვინსა და ძვალში.

სიმპტომები

სიმპტომები არ ვლინდება სანამ სიმსივნე არ მიაღწევს დიდ ზომას და არ იქნება მეტასტაზური. მიკროსკოპული ან მასიური ჰემატურია (სისხლიანი შარდი) არის ყველაზე ხშირი გამოვლინება, რომელსაც თან ახლავს ტკივილი და პალპირებადი მასა. ხანდახან ვლინდება ჰიპერტენზია, რომელსაც იწვევს სეგმენტური იშემია ან კომპრესია. პარანეოპლაზიური სინდრომები გვხვდება პაციენტების 20%-ში. პოლიციტემია, რომელიც გამოწვეულია ერითროპოეტინის გააქტიურებით. შეიძლება გვქონდეს ანემია, ასევე ჰიპერკალცემია. შეიძლება განვითარდეს თრომბოციტოზი, კახექსია და მეორადი ამილოიდოზი.

დიაგნოსტირება ხდება კომპიუტერული ტომოგრაფიით ან მაგნეტორეზონანსული ტომოგრაფიით კონტრასტთან ერთად.