პლევრიტი არის სითხის დაგროვება პლევრის ღრუში. არსებობს ტრანსუდაციული და ექსუდაციული პლევრიტები.
ტრანსუდაციული პლევრიტი გამოწვეულია სისტემური ფაქტორებიდან, იზრდება ჰიდროსტატური წნევა (მგ.ქრონიკული გულის უკმარისობა) და იკლებს ონკოზური წნევა (მაგ. ნეფროზული სინდრომი ან ციროზი). რადგან ეს დაავადებები არის სისტემური, ისინი იწვევენ ორმხრივ პლევრიტის. ამ ტიპის პლევრიტის განკურნება ხდება მიზეზების გამოსწორებით.
ექსუდაციური პლევრიტი გამოწვეულია ლოკალური პროცესებით როგორიცაა: პნევმონია, კიბო, ტუბერკულოზი. ეს ფორმა იწვევს ცალმხრივ პლევრიტებს.
|
ტრანსუდაციული |
ექსუდაციური |
LDH effusion |
<200IU/mL |
>200IU/ml |
LDH effusion/serum ratio |
<0.6 |
>0.6 |
Protein effusion/serum ratio |
<0.5 |
>0.5 |
ემპიემა არის ჩირქიანი სითხის დაგროვება და ამ დროს საჭიროა პლევრული სადრენაჟო მილის გამოყენებას.
ავთვისებიანი პლევრიტის გამომწვევი მიზეზებია ფილტვის კიბო, მკერდის კიბო, ლიმფომა.
ჰემორარგიული პლევრიტი შეიძლება შეგვხვდეს მეზოთელიომების, მკერდის და ფილტვის მეტასტაზური კიბოების, ფილტვის თრომბოემბოლიზმის და ტრამვების დროს.
პაციენტებს რომლებსაც ლიმფოციტური ექსუდაციური პლევრიტი აქვთ, ეჭვი უნდა მივიტანოთ ტუბერკულოზზე.
უპირველეს ყოვლისა უნდა მოხდეს პაციენტის სუნთქვის გამოსწორება, ჟანგბადით სწორად მომარაგება. ენდოტრაქეალური ინტუბაცია ხშირი ხერხია ვენტილაციის გამოსწორების.