ნაყოფზე ტუბერკულოზური ინფექციის გადაცემა ხდება პერინატალურ პერიოდში (მუცლადყოფნის პერიოდში). ვრცელდება ტრანსპლაცენტარულად, ინფიცირებული ამნიონური სითხის ასპირაციით, ან დაინფიცირებულ გარშემომყოფებთან ახლო კონტაქტით.
სიმპტომები
კლინიკური გამოვლინება არასპეციფიურია, მაგრამ შეიძლება რამოდენიმე ორგანოზე მოახდინოს გავლენა. შეიძლება გამოიხატოს მწვავე ან ქრონიკული ფორმა.
სიმპტომებია:
- ლეთარგია
- ცხელება
- რესპირატორული დისტრესი
- ჰეპატომეგალია
- არასპეციფიური პნევმონია

დიაგნოსტიკა და მკურნალობა
- ბაქტერიოლოგია
- რენტგენი
- კანის ტესტები
მკურნალობენ იზონიაზიდით. ასევე გამოიყენება: რიფამპინი, ეთამბუტოლი, ეთიონამიდი, პირაზინამიდი, ამინოგლიკოზიდები.
ეთამბუტოლი და რიფამპინი გამოიყენება აქტიური ტუბერკულოზის დროს ორსულ ქალებში რადგან არ აღენიშნება ტერატოგენული ეფექტი ნაყოფზე.