ანემია ახალშობილებში შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური ან გამოწვეული იყოს სისხლის დაკარგვით, სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის შემცირებით ან სისხლის წითელი უჯრედების დესტრუქციით.
ფიზიოლოგიური ანემია: ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესები ხშირად იწვევენ ნორმოციტულ-ნორმოქრომულ ანემიას. ფიზიოლოგიური ანემიები ძირითადად არ საჭიროებს განსაკუთრებულ ჩარევას ან მკურნალობას.
ახალშობილებში, ნორმაში, დაბადების შემდგომ, ჟანგბადის მოხმარება და ჟანგბადის რაოდენობა ქსოვილებში საგრძნობლად იმატებს, რაც თრგუნავს ერითროპოეტინის წარქმოქმნას და ერითროპოიეზს. ერითროპოეზის შეფერხება და ასევე ის ფაქტორი, რომ სისხლის წითელი უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობა ახალშობილებში 60-70 დღეა, (მოზრდილებში - 120 დღე) იწვევს პირველი 1-3 თვის განმავლობაში ჰემოგლობინის კონცენტრაციის დაქვეითებას. ჰემოგლობინი ჩვეულებრივ დაბადებიდან მეოთხე - მეექვსე თვეზე იწევს მაღლა ერითროპოიეტინის სტიმულაციის ხარჯზე.
სისხლის დაკარგვა: ანემია ვითარდება პრენატალული, პოსტნატალური ან პერინატალური ჰემორარგიის გამო. ჰემორარგია შეიძლება გამოიწვიოს ტრანსფუზიამ ორ ტყუპს შორის, ჭიპლარის ანომალიებმა, პლაცენტარულმა პრობლემებმა და ასევე დიაგნოსტიკურმა პროცედურებმაც.
სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის დაქვეითება: ეს დეფექტები შეიძლება თანდაყოლილი ან შეძენილი იყოს. თანდაყოლილი დეფექტები ძალიან იშვიათია, მაგრამ ამ იშვიათი ანემიაებიდან დაიმონდ-ბლექფანის და ფანკონის ანემია ყველაზე ხშირია.
დაიმონდ-ბლეკფანის ანემია ხასიათდება ძვლის ტვინში, სისხლის წითელი უჯრედების წინამორბედი უჯრედების შემცირებით, მაკროციტული ერითროციტებით, რეტიკულოციტების შემცირებით პერიფერიულ სისხლის ანალიზში. ეს მდგომარეობა ხშირი ნაწილია ისეთი ანომალიებისა, როგორიცაა: მიკროენცეფალია, თვალის ანომალიები და სხვ.
ფანკონის ანემია აუტოსომურ რეცესიული დაავადებაა. გამოხატულია მაკროციტოზი და რეტიკულოციტოპენია. ხასიათდება ჰემატოპოეტური უჯრედების ყველა შტოს პროგრესული უკმარისობით.
ჰემოლიზი: ჰემოლიზი დამოკიდებულია ორგანიზმის იმუნურ პასუხზე და მას იწვევს: ფერმენტების დეფიციტი, ერითროციტების მემბრანის დაავადებები, ინფექციები, ჰემოგლობინოპათიები, ჰიპერბილირუბინემია.
იმუნური შემთხვევა გამოწვეულია ანტიგენებით, რომლებიც შედიან დედის სისხლის ცირკულაციაში და განაპირობებენ IgG წარმოქმნას, რომლებიც შემდგომ აზიანებენ ნაყოფს.
პაციენტის გამოკვლევისას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ტაქიკარდიას და ჰიპოტენზიას. ასევე კანის შეფერილობას, რადგან სიყვითლე მიგვითითებს ჰემოლიზზე ან ჰეპატოსპლენომეგალიაზე. ჰემატომები, ექიმოზები, პეტექიები თან ახლავს სისხლდენის დიათეზს. ორსულობის დროს მნიშვნელოვანია ულტრასონოგრაფიის საშუალებით ორსული ქალის კონტროლი, რათა სწორად წარიმართოს ორსულობის პერიოდი და ყველა ცვლილება ადრეულ ეტაპზე იყოს დაფიქსირებული. დაბადებიდან რეტიკულოციტების დონე უნდა განისაზღვროს. თუ რეტიკულოციტები მომატებულია ან ნორმალურია საჭიროა ანტიგლობულინის ტესტი.
ჰემორაგიების ამოსაცნობად ძალიან სასარგებლოა კლეიჰაუერის ტესტი.
მკურნალობა დგინდება გამომწვევი მიზეზების და სიმძიმის მიხედვით. მწვავე შემთხვევაში რეკომენდირებულია ტრანსფუზია.