შუა ყურის ანთება არის ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციით გამოწვული მდგომარეობა, და ძირითადად გამოწვეულია ზედა სასუნთქი გზების ინფექციით.
ხშირია სამი თვიდან სამ წლამდე ბავშვებში. ეტიოლოგია არის ვირუსული ან ბაქტერიულ. ვირუსული ინფექცია ძირითადად ვლინდება მეორეული ბაქტერიული ინფექციის შემდგომ. ახალშობილებში, გრამ-ნეგატიური ენტერული ბაცილები,ძირითადად Escherichia coli, Staphylococcus aureus იწვევს ყურის ანთებას. უფრო მოზრდილებში და 14 წლამდე ბავშვებში ყველაზე ხშირი გამომწვევია Streptococcus pneumonia, Moraxela catarrhalis, Haemophilus influenzae.

გართულებები
ყურის ანთების გართულებები იშვიათია. იშვიათ შემთხვევაში როდესაც ლოკალურად ვრცელდება ინფექცია, შედეგი შეიძლება მასტოიდიტი, პეტროზიტი ან ლაბირინთიტი იყოს.

სიმპტომები

  • ყური სტკივილი
  • სმენის დაქვეითება
  • ცხელება
  • ღებინება
  • გულისრევა
  • დიარეა
  • ერითემატოზური მემბრანა

დიაგნოსტიკა და მკურნალობა
დიაგნოსტიკა ხდება კლინიკური ნიშნებით. მკურნალობა კი ტკივიგამაყუჩებლებით, ანტიბიოტიკებით და იშივათად გამოიყენება მირინგოტომია.