ორქიტი არის სათესლე ჯირკვლების ანთება, ხშირად ყბაყურასთან ერთად ვლინდება. იზოლირებული ორქიტი ყოველთვის ვირუსულია, მაგალითად ყბაყურა. იშვიათ შემთხვევებში შეიძლებ გამოწვეული იყოს სიფილისის, ტუბერკულოზის, კეთრით, ექოვირუსის, ლიმფოციტური ქორიომენინგიტის, ინფექციური მონონუკლეოზის, ვარიცელა ზოსტერის და ბ ჯგუფის არბოვირუსების მიერ. ხშირი ბაქტერიული ორქიტი კი მწვავე ბაქტერიული ეპიდიდიმიტის შედეგია. ყბაყურით დაავადებული მამაკაცების 20-25%-ს უვითარდებათ ორქიტი. პაციენტების 80% არის 10 წლამდე ბავშვი. შემთხვევების 2/3-ი არის ცალმხრივი, ხოლო 1/3-ი ორმხრივია. ორქიტი შეიძლება გართულდეს და მოგვცეს სათესლეების ატროფია. ასეთი სათესლე ჯირკვალი ნაყოფიერების უნარს კარგავს.
სიმპტომები
ცალმხრივი ორქიტი ვლინდება სანერწყვე ჯირკვლის შეშუპებიდან (ყბაყურის დროს) 4- 7 დღის შემდეგ. ტკივილი შეიძლება იყოს ნებისმიერი სიძლიერის. სათესლე ჯირკვლების მტკივნეულობიდან გამომდინარე შეიძლება გამოვლინდეს სისუსტე, ცხელება, გულისრევა, თავის ტკივილი, მიალგია. სათესლე ჯირკვლები არის მტკივნეული, გადიდებული, შეშუპებული და გაწითლებული.
დიაგნოსტიკა
დოპლერის ულტრასონოგრაფია
პლაზმის იმუნოფლუორესცენცია ანტისხეულების გამოსარიცხად, რომელიც ყბაყურას ახასიათებს.