ობსესიურ-კომპულსიური დაავადება უფრო ხშირად ქალებში გვხვდება და გამოიხატება პაციენტის უეცარი ფიქრებით რომლებიც იწვევენ მღელვარებას. ამ ფიქრებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს როგორც თვითონ პაციენტზე ასევე საფრთხე შეუქმნას გარშემომყოფებს რადგან ხშირად იწვევს აგრესიას.
ზოგი პაციენტი ვერ ისვენებს და თავს ძალიან ბინძურად გრძნობს სანამ ხელებს დაიბანს.
სხვა სიმპტომებია: გამუდმებული სხეულის დაბანა, შემომწება (კარის შემოწმება რამდენჯერმე ჩაკეტილია თუ არა მიუხედავად იმისა რომ ახსოვთ როგორ ჩაკეტეს), რაიმე ქმედებების რამდენიმეჯერ გამეორება (შუქის ანთება და ჩაქრობა რამდენჯერმე), სხვადასხვა რიტუალები რომლებიც არ არის რეალობასთან კავშირში.
დიაგნოსტიკა ხდება კლინიკური კრიტერიუმებით ხოლო მკურნალობა ფსიქოთერაპიით და თუ საჭირო გახდა ანტიდეპრესანტებით.