პაციენტები რომლებიც მიდრეკილები არიან თვითდაზიანებისკე, მიმართავენ ისეთ მეთოდს, რომელიც იციან რომ სიკვდილით არ დასრულდება. ყველაზე ხშირი კანის დამწვრობაა, ძირითადად სიგარეტით და ასევე კანის გადაჭრა ბასრი ნივთებით როგორიცაა დანა, ნემსი და ა.შ.
ეს მდგომარეობა იწყება ადრეული მოზარდობის ასაკიდან. მოტივაცია არის ნეგატიური გრძნობებისგან თავის დაღწევა, ინტერპერსონალური სირთულეები, თვითდასჯა.
დიაგნოსტიკა ხდება კლინიკური მახასიათებლებით. მნიშვნელოვანია პაციენტის კომუნიკაცია გარე სამყაროსთან, მისი გამოცდილებები (სტრესული), ემოციების სწორად ამოცნობა და გაგება.
დაზიანების შემდგომ უნდა განისაზღვროს დაზიანების ტიპი, რამდენად ხშირად ხდება პაციენტის თვითდაზიანება, გამოირიცხოს სხვა ფსიქიატრიული აშლილობები, შემცირდეს სუიციდის რისკი და მოხდეს პაციენტის დაყოლიება მკურნალობაზე.
მკურნალობა მოიცავს ფსიქოთერაპიას.