ნეიტროპენია არის სისხლში ნეიტროფილების (გრანულოციტების) დონის შემცირება. თუ მდგომარეობა არის მწვავე, რისკია ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების განვითარების.
ნეიტროფილები ორგანიზმის მთავარ დამცავ მექანიზმს წარმოადგენენ. თუ მათი დონე მცირდება, ანთების საწინააღმდეგო მექანიზმები ვერ ფუნქციონირებენ.
მწვავე ნეიტროპენია ვითარდება ნეიტროფილების უტილიზაციის და დაშლის შედეგად. ქრონიკული ნეიტროპენიის შემთხვევაში ელენთის პრობლემებზე შეგვიძლია მივიტანოთ ეჭვი.
ქრონიკული იდიოპათური ნეიტროპენია იშვიათი დაავადებაა, ამ დროს სისხლის წითელი უჯრედები და თრომბოციტები ზიანდება. ელენთა არარის გადიდებული,
ნეიტროპენიის კლასიფიკაცია ხდება შემდეგნაირად:
ნეიტროპენია გამოწვეული მიელოიდური უჯრდების და მისი წინამორბედი უჯრედების დაზიანების შედეგად, რომელსაც იწვევს აპლაზიური ანემია, ქრონიკული იდიოპათური ნეიტროპენია, ციკლური ნეიტროპენია, მიელოდისპლაზია, პაროქსიზმული ღამის ჰემოგლუბინურია.
მეორად ნეიტროპენიას იწვევს ალკოჰოლიზმი, აუტოიმუნური ნეიტროპენია, ძვლის ტვინის ჩანაცვლება, ციტოტოქსიური თერაპია, რადიოთერაპია, ფოლიუმის მჟავის დეფიციტი, ჰიპერსპლენიზმი, ინფექციები.
სიმპტომები
ნეიტროპენია ასიმპტომატურია მანამ სანამ არ განვითარდება ინფექცია. ცხელება ყველაზე ხშირი ნიშანია. პაციენტებს რომლებსაც ეს პროცესები გამოწვეული აქვთ წამლებით აწუხებთ სიცხე, გამონაყარი და ლიმფადენოპათია.
დიაგნოზი და მკურნალობა
დიაგნოსტიკა ხდება ლაბორატორიული კვლევებით, განისაზღვრება სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა, თუ სიცხე აქვს პაციენტს ინფექციაზე უნდა მივიტანოთ ეჭვი და ანტიბიოტიკები ჩავრთოთ მკურნალობაში.
მკურნალობა ძირითადად გრანულოციტ-მაკროფაგის კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორებით ხდება.