ნეიროგენული ბულიმია გვხვდება 1.6% მოზრდილებში და 0.5% ახალგაზრდებში.

პაციენტები იკვებებიან გაცილებით უფრო გაძლიერებულად ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები. ამ მდგომარეობას ძირითადად სტრესი იწვევს და შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე ან უფრო მეტი.
ჭამის შემდეგ ხშირია თვითღებინება, იყენებენ ლაქსატივებს ან დიურეტიკებს.

პაციენტები ტიპიურად ნორმალური წონის არიან, თუმცა შეიძლება ჭარბწონიანებიც შეგვხვდეს. ისინი გამუდმებით აკონტროლებენ თავიანთ სხეულს და ფიქრობენ რომ უნდა დაიკლონ წონაში.

გართულებებია: შეშუპებული ყურის ახლო ჯირკვლები,  კბილის პრობლემები და თითებზე ნაწიბურები (რაც გამოწვეულია ხშირი ღებინების დროს რეფლექსის თითით გააქტიურების შედეგად)

მკურნალობა ამ შემთხვევში არის ფსიქოთერაპია.