ნეირობლასტომა არის კიბო რომელიც აღმოცენდება თირკმელზედა ჯირკვალში და თირკმელზედა გარე სიმპატიკურ ჯაჭვში.
ნეირობლასტომა არის ყველაზე ხშირი კიბო ახალშობილებში. შემთხვევების 90% გვხვდება 5 წლამდე ბავშვებში. წარმოდგენილია ბევრი სხვადასხვა ციტოგენეტიკური ანომალია ქრომოსომებზე.
65% იწყება მუცლის ღრუში, 15-20% კეთილთვისებიანია და გვხვდება გულმკერდის ღრუში. ასევე შეიძლება შეგვხვდეს მენჯბარძაყის, კისრის და სხვა მიდამოებში. ნეირობლასტომა როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის პირველადი კიბო ძალიან იშვიათია. უმეტესობა ამ ტიპის კიბოების წარმოქმნიან კატექოლამინებს, რომლებიც შარდში იზომება. განგლიონეირომა არის ნეირობლასტომის კეთილთვისებიანი ფორმა.
დაახლოვებით 40-50% შემთხვევების არის ლოკალური. 50-60 % განიცდის მეტასტაზირებას.
სიმპტომები და ნიშნები
სიმპტომები და ნიშნები დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე და მიდამოზე რომელზეც კიბოს აქვს გავლენა. ყველაზე ხშირი სიმპტომებია: მუცლის ტკივილი, დისკომფორტი, შებერილი მუცელი. ზოგ ბავშვს აწუხებს ძვლების ტკივილი (ძვალში მეტასტაზების გამო). პერიორბიტალური ექიმოზები და პროპტოზები გვხვდება რეტრობულბალური მეტასტაზების შემთხვევაში. ანემია, პეტექიები და ლეიკოპენია ვლინდება ძვლის ტვინში მეტასტაზების გამო.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
დიაგნოსტიკისთვის გამოიყენებენ ექოსკოპიას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ლაბორატორიულ ტესტებს, გენეტიკურ ტესტებს.
მკურნალობის დროს კეთდება ქიმიოთერაპია (ვინკრისტინი, ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი, ცისპლატინი, კარბოპლატინი, იფოსფამიდი, ეტოპოზიდი). ასევე იყენებენ ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციას და რადიაციულ თერაპიას.