ნეფროზული სინდრომი არის თირკმელების დაავადება რომლის დროსაც შარდში გამოიყოფა 3 გრამზე მეტი ცილა 1 დღის განმავლობაში. ამას თან ახლავს ედემა (შეშუპება)  და ჰიპოალბუმინემია. ნეფროზული სინდრომი შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ ხშირია 4 წლამდე ბავშვებში. კომპლემენტის აქტივაცია იწვევს გლომერულური ეპითელური უჯრედების დაზიანებასა და გლომერულურ ბაზალურ მემბრანაზე არსებული ცილების უარყოფითი მუხტის დაკარგვას. ნეფროზული სინდრომის შედეგია ორგანიზმიდან მაკრომოლეკულური ცილების დაკარგვა, როგორიცაა ალბუმინი, ოფსონინები, იმუნოგლობულინები, ერითროპოიეტინი, ტრანსფერინი და სხვა. ამ და სხვა ცილების დაკარგვას მოსდევს უამრავი გართულება.

სიმპტომებია

  • უმადობა, მივარდნილობა, ქაფიანი შარდი (ცილების მაღალი კონცენტრაციის გამო). ასევე შეიძლება მოყვეს სითხის შეკავება და გამოიწვიოს
  • დისპნოე (პლევრული შეგუბება და ხორხის შეშუპება)
  • ართრალგია (ჰიდრართროზი)
  • აბდომინური (მუცლის) ტკივილი - ასციტი, ბავშვებში-მეზენტერული ეშეშუპება.

დიაგნოზი

  • ცილა /კრეატინინის ფარდობის განსაძღვრა
  • სეროლოგიური ტესტები და შარდის ანალიზი.