აივ-ინფექციასთან ასოცირებული ნეფროპათიები ხასიათდება ნეფროზული სინდრომით, რომელიც უფრო ხშირია შავკანიანებში რომელთაც აქვთ აივ-ინფექცია. აღენიშნებათ მასიური პროტეინურია, ჰიპერტენზია, თირკმლის დისფუნქცია, შეშუპება და ასევე შეიძლება იყოს მიკროსკოპული ჰემატურია.

თირკმელი დიდდება ზომაში და ბევრ პაციენტში ვითარდება ბოლო სტადიის თირკმის უკმარისობა 1 - დან 4 თვემდე.

დიაგნოზი

დიაგნოსტიკა ძირითადად ხდება თირკმლის ბიოფსიით, სადაც  სინათლის მიკროსკოპით ვხედავთ კაპილარულ კოლაფსს, ტუბულარულ ატროფიასა და მიკროციტულ დილატაციას.

მკურნალობა

მაღალი აქტივობის  ანტირეტროვირუსული თერაპია, აივ-ინფექციის კონტროლი. ხშირ შემთხვევაში საჭიროა დიალიზი.