ნეფრიტული სინდრომი ხასიათდება ჰემატურიით, პროტეინურიით, დისმორფული სისხლის წითელი უჯრედებით, რომელსაც თან ახლავს სისხლიანი ცილინდრები შარდის ნალექში. ასევე გამოხატულია ედემა (შეშუპება), ჰიპერტენზია, პლაზმა კრეატინინის დონის მატება, ოლიგურია (შარდის მცირე რაოდენობით გამოყოფა). ნეფრიტული სინდრომის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი.

ნეფრიტული სინდრომი მიმდინარეობს გლომერულონეფრიტების დროს (თირკმლის გლომერულების ანთება) და შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკში. სინდრომი არის მწვავე და ქრონიკული.

მწვავე ხასიათდება კრეატინინის დონის მკვეთრი მატებით რამდენიმე კვირის შემდეგ, ხოლო ქრონიკული გამოვლინდება თირკმლის უკმარისობით, რომელიც რამდენიმე წელი შეიძლება მიმდინარეობდეს.

ნეფრიტული სინრომი ასევე შეიძლება იყოს პირველადი (იდიოპათიური) და მეორადი.

დიაგნოზი დამოკიდებულია პაციენტის ისტორიასა  და სამედიცინო შემოწმებაზე. შესაძლოა ჩატარდეს თირკმლის ბიოფსია. მკურნალობა და პროგნოზი დამოკიდებულია გამომწვევი მიზეზების ხარისხზე.