ნეონატალური გულყრები არის ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგია, რომელიც ჩვეულებრივ გამოიხატება სტერეოტიპური კუნთების აქტივობით ან ავტონომიური ცვლილებებით. გულყრები გვხვდება 1.4% ახალშობილებში. შეიძლება დაკავშირებული იყოს ნეონატალურ პრობლემებთან ან იყოს შეძენილი.  ნეონატალური გულყრების უმრავლესობა ფოკალურია.

ტვინის დარღვეული ელექტული აქტივობა შეიძლება გამოიწვიოს პირველადმა ინტრაკრანიალურმა პროცესებმა, როგორიცა: მენინგიტი, იშემიური ინსულტი, ენცფალიტი, ინტრაკრანიალური ჰემორაგია, სიმსივნეები, მალფორმაციები. ასევე - სისტემურმა პრობლემებმა, მაგალითად: ჰიპოქსია-იშემია, ჰიპოგლიკემია, ჰიპოკალცემია, ჰიპონატრემია, ჰიპომაგნეზემია და სხვა.
ნეონატალური გულყრების ყველაზე ხშირი მიზეზია , ჰიპოქსიურ - იშემიური გულყრა.  ამ ტიპის კრუნჩხვების მკურნალობა ძალიან რთულია, მაგრამ როგორც წესი 3-4 დღეში ქრება.
იშემიური ინსულტით განპირობებული გულყრები ხშირია პოლიციტემიით, თრომბოფილიით და სხვა გენეტიკური  დაავადებების მქონე ბავშვებში.
ინფექციები, როგორიცაა მენინგიტი და სეფსისი იწვევენ კრუნჩხვებს. გამომწვევებია: B ჯგუფის სტრეპტოკოკი და გრამ-ნეგატიური ბაქტერიები.
ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევებიდან, რომელიც შეიძლება იყოს გულყრების მაპროვოცირებელი: არის სუბარაქნოიდალური, ინტრაცერებრალური და პარკუჭშიდა ჰემორაგიები.
ჰიპომაგნეზემია ძალიან იშვიათი გამომწვევია, მაგრამ შეიძლება შეგვხვდეს ჰიპოკალცემიასთან ერთად.

ჰიპოგლიკემიით გამოწვეული გულყრა ხშირია დიაბეტიანი დედების ახალშობილებში.
 

სიმპტომები
- კიდურების მიგრაციული, კლონური უხეში მოძრაობები
- ნისტაგმოიდური მოძრაობა
- თვალების დევიაცია

დიაგნოსტიკა და მკურნალობა
- ენცეფალოგრამა
- ლაბორატორიული კვლევები (გლუკოზა, ელექტროლიტები, ცერებროსპინალური სითხის ანალიზი, შარდის და სისხლის ბაქტერიოლოგია)
- ვიზუალიზაცია
მკურნალობისას იყენებენ ანტიკონვულსანტებს; ფენობარბიტალი, ლევეტირაცეტამი , ფოსფენიტოინი, ლორაზეპამი .