ლისტერიოზი არის ინფექცია რომელსაც იწვევს გრამ-პოზიტიური ბაქტერია Listeria monocytogenes. არის იშვიათი და ძირითადად გვხვდება ახალშობილებში, და იმუნიტეტ დაქვეითებულ მოზრდილებში.
ლისტერიის შეჭრა ორსულ ქალში იწვევს გულისრევის შეგრძნებას, ღებინებას, დიარეას, ცხელებას, თავის ტკივილს და წელის ტკივილს. ბევრი ქალი არის ლისტერიის მატარებელი ასიმპტომატურად. ბაქტერიის გამრავლების ადგილი საჭმლის მომნელებელი ტრაქტი ან საშოა. დედის ამ ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა, ქორიოამნიონიტი, სპონტანური აბორტი.
ადრეული ლისტერიოზი ახალშობილებში იწვევს სეფსის ან მენინგიტს. გვიანი კი ჩირქოვან მენინგიტს.
ბაქტერია სხვადასხვა ორგანოებზე ახდენს გავლენას, იწვევს მიკროაბსცესებს და გრანულომებს.
ლისტერია
- ლისტერია შეიძლება დაბინძურებული საკვებიდან შეგვხვდეს
- დაინფიცირებულ დედას აქვს გრიპის მაგვარი სიმპტომები; თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ცხელება, ღებინება, გულისრევა, დიარეა და კანკალი.
- სასუნთქი სისტემის მხრივ შეიძლება იყოს გამოხატული სუნთქვის უკმარისობა,
- ახასიათებს ტემპერატურის არასტაბილურობა
- მადის დაქვეითება
- კრუნჩხვები
- ერითემატოზური გამონაყარი
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ლაბორატორიული კვლევები:
- ჰემოკულტურა
- ზურგის ტვინის სითხის გამოკვლევა
- ფილტვის ფუნქციური ტესტები
- ჰისტომორფოლოგია
- ბაქტერიოლოგიური ანალიზი: სახსრების, პერიკარდიალური სითხის, პლევრის სითხის, ამნიონური სითხის, პლაცენტის.
ვიზუალიზაციური გამოკვლევები
- კომპიუტერული ტომოგრაფია
- მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია
მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკებით. გამოიყენება ამპიცილინი ამინოგლიკოზიდებთან (გენტამიცინი) კომბინაციაში.