ნეონატალური ჰეპრეს ვირუსის გადაცემა ახალშობილზე ძირითადად ხდება მშობიარობის დროს ნაყოფის სამშობიარო გზებში გავლისას. Herpes simplex virus შედგება ორმაგი ჯაჭვისგან, დნმ-ის კაფსულისგან და მიეკუთვნება Herpesviridae-ს ოჯახს. განარჩევენ HSV ტიპი 1-ს და HSV ტიპი 2-ს. ნეონატალური ჰერპეს სიმპლექს ინფექციების 80% გამოწვეულია HSV-2-ით. 20 % გამოწვეულია HSV-1-ით.
ჰერპეს ვირუსები აზიანებენ როგორც ეპითელური ასევე ნერვულ ქსოვილების უჯრედებს. ნერვული ინფექციის შედეგად ხდება გლიური უჯრედების დაზიანება. ეპითელური უჯრედების დაზიანება კი იწვევს ვეზიკულების წარმოქმნას კანზე და ლორწოვანზე.
პირველადი ინფექციის შედეგად ვირუსი შეიჭრება სენსორულ ნეირონებში და სენსორულ განგლიებში, სადაც რჩება ლატენტურ მდგომარეობაში.
ვირუსის რეაქტივაცია ხდება ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად, ცხელების, ტრამვის, იმუნიტეტის დაქვეითების დროს.
გენიტალური ჰერპესი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი, სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია. მას იწვევს ტიპი 2 HSV. წარმოდგენილია მტკივნეული ვეზიკულების სახით და მისი კლინიკური გამოვლინებაა: დიზურია, საშოდან გამონადენი, ლიმფადენოპათია.
ნეონატალური ჰერპეს ინფექციის კლინიკური ნიშნები: ნევროლოგიური ნიშნები (ხშირად ენცეფალიტი, ცსფ-ში პლეოციტოზით და
ცილის კონცენტრაციის გაზრდით); კანის, თვალის ან პირის ღრუს ინფიცირება; ჰეპატიტი; პნევმონიტი; დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაცია.
დიაგნოსტიკა
- მიკროსკოპული კვლევა
- HSV ტესტები
მკურნალობა
- პარენტერალური აციკლოვირი