ნეკროზული ენტეროკოლიტი შეძენილი დაავადებაა და ხასიათდება ნაწლავთა ლორწოვანი შრის და ნაწლავთა ქსოვილის ნეკროზით.
რისკ ფაქტორებია: ამნიონური მემბრანების დაზიანება, ასფიქსია, თანდაყოლილი გულის დაავადებები, ბაქტერიული კოლონიზაცია, სანათურსშიდა ნივთიერებები, იშემიური ინსულტი. ზუსტი ეტიოლოგია ამ მდგომარეობის უცნობია. შეიძლება იყოს ნაწლავთა ობსტრუქციით გამოწვეული, იზრდება ნაწლავთა ლორწოვანში ბაქტერიების ინვაზია. ნეკროზული ენტეროკოლიტი იშვიათია ენტერალური კვების დროს.   იშემიური ინსულტი იწვევს მეზენტერული არტერიების ვაზოსპაზმს, რაც იწვევს სპეციფიურ რეფლექსებს და ირღვევა ნაწლავებში სისხლის მიმოქცევა.
დიაგნოსტიკა ხდება განავლის ანალიზით და მუცლის ღრუს რენტგენოლოგიური გამოკვლევით.
მკურნალობისთვის კი საჭიროა: სპეციფიური კვების დანიშვნა, ორგანიზმის სითხით შევსება, ანტიბიოტიკები და ზოგჯერ ქირურგიული ჩარევა.