მიელოდისპლაზია გამოიხატება პერიფერული ციტოპენიით, დისპლაზიური სისხლის წინამორბედი უჯრედებით, უჯრედების მომატებული რაოდენობით ძვლის ტვინში და მწვავე მიელოციტური ლეიკემიის გაზრდილი რისკით.
სიმპტომები მოიცავს: სისუსტეს, შებოჭილობა, სიფერმკრთალე,იზრდება ინფექციის რისკი, ცხელება (ნეიტროპენიის შედეგად), სისხლდენები და ადვილად დალურჯებადი კანი.
დიაგნოსტიკა ხდება პერიფერული სისხლის ანალიზით და ძვლის ტვინის ბიოფსიით.
რეფრაქტორული ანემიის დროს პაციენტს აქვს რეტიკულოციტოპენია, ნორმალური ჰიპერცელულარული ძვლის ტვინი ერითროიდული ჰიპერპლაზიითა და დისერითროპოეზით.
რეფრაქტორული ანემიის დროს როდესაც გვაქვს ბლასტური უჯრედები, შიძლება განვითრდეს ციტოპენია, სისხლის უჯრედების დეფექტები, უჯრედების მომატებული რაოდენობა ძვლის ტვინში, დიგრანულოპოეზი.
ქრონიკული მიელომონოციტური ლეიკემიის შემთხვევაში გვაქვს აბსოლუტური მონოციტოზი სისხლში და იზრდება ძვლის ტვინის მონოციტური წინამორბედი უჯრედები.
მკურნალობისთვის იყენებენ აზაციტიდინს, სიმპტომების გამოსასწორებლად ასევე იყენებენ სისხლის წითელი უჯრედების, თრომბოციტების ტრანსფუზიას (თრომბოციტები რათა შემცირდეს სისხლდენები), საჭიროა ასავე გრანულოციტების კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორები.