მელანომა კანის ავთვისებიანი სიმსივნეა რომელიც წარმოქმნილია მელანოციტებისგან. შეიძლება წარმოიქმნას როგორც კანზე ასევე პირის ღრუში, გენიტალიებზე, რექტალურ მიდამოებში და თვალის ბადურაზე.

რისკ ფაქტორები
- ულტრაიისფერი გამოსხივება
- გენეტიკური განწყობა
- ატიპიური კანის ხალები
- იმუნოსუპრესია

ლოკალიზაცია
მელანომა ძირითადად პაციენტებს ქვედა კიდურებზე უჩნდებათ. მეტად იშვიათად ტანზე, სახეზე, თავზე და კისრის მიდამოებში.
მისი ზრდა ხდება სამი მიმართულებით: კანს ზემოთ, კანის ზედაპირის პარალელურად და სიღრმეში. მელანომა სწრაფად ზრდადი სიმსივნეა და მეტასტაზების გავრცელება პირველად ლიმფურ კვანძებში ხდება.

დიაგნოსტიკა
- ბიოფსია

მკურნალობა
- ქიმიოთერაპია
- ქირურგიული ჩარევა
- იმუნოთერაპია (მაგ. ნივოლუბამი, პენბროლიზუმაბი)