მეკონიური ილეუსი - არის თეძოს ნაწლავის ტერმინალური ნაწილის ობსტრუქცია, ბლანტი, წებოვანი მეკონიუმით. მეკონიუმი არის ახალშობილის პირველი განავალი.
ეს მდგომარეობა ყველაზე ხშირად თან ახლავს მუკოვისციდოზს. მუკოვისციდოზი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც გავლენას ახდენს კუჭქვეშა ჯირკვლის, ღვიძლის, თირკმელების და ნაწლავების ფუნქციაზე. ამ დაავადების დროს ლორწო ბლოკავს ნაწლავებს, დარღვეულია კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ საჭმლის მომნელებელი სითხის და ფერმენტების გამოყოფა თორმეტგოჯა ნაწლავში, რის შედეგადაც არ ხდება ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებების შეწოვა. შედეგი კი არის ნეონატალური გაუვალობა, მუცლის შებერილობა, დაბალი წონა,ზრდაში ჩამორჩენა.
დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება მუცლის ღრუს რენტგენოლოგიური კვლევები, რომლებიც გვიჩვენებს ნაწლავის გაფართოებულ მარყუჟებს და ზოგჯერ აირ-სითხოვან დონეებს.
არსებობს ასევე მეკონიუმის საცობის სინდრომი (Meconium Plug Syndrome), როცა მეკონიუმი საკმაოდ სქელია და იწვევს მსხვილი ნაწლავის ობსტრუქციას. ეს მდგომარეობა ხშირია ისეთ ახალშობილებში, რომელთა დედებიც დიაბეტით არიან დაავადებულები.