მეკონიუმის ასპირაციის სინდრომი ვლინდება მაშინ როდესაც ხდება ნაყოფის მიერ ამნიონური სითხის ასპირაცია დაბადებამდე ან უეცრად დაბადების შემდგომ.  მეკონიუმი არის ჩვილის პირველი განავალი. არის მუქი მწვანე შეფერილობის და შეიცავს კუჭნაწლავის ეპითელიურ უჯრედებს, ლანუგოს, ლორწოს და სითხეს. მეკონიუმი სტერილურია, არ შეიცავს ბაქტერიას,  რითაც განსხვავდება ჩვეულებრივი განავლისგან. საშვილოსნოსშიდა დისტრესი იწვევს მეკონიუმის ამნიონურ სითხეში გადასვლას. მშობიარობის დროს შეიძლება ასეთი ამნიონური სითხის ასპირაცია მოხდეს, რაც იწვევს ახალშობილის ფილტვების დაზიანებას და რესპირატორული დისტრესის განვითარებას.  ფაქტორები რომლებიც პროვოცირებას უწევენ ამ სინდრომის განვითარებას არიან: ჰიპერტენზია, პრეეკლამსია, ოლიგოჰიდრამნიონი, ინფექციები, აციდოზი, დედის წამლებზე დამოკიდებულება.
ასპირაციის შედეგად ვითარდება სასუნთქი გზების ობსტრუქცია: სრული ობსტრუქციის დროს ვლინდება ფილტვების ათელექტაზი.  ნაწილობრივის დროს კი - ალვეოლების დეფექტები. მეკონიუმის ასპირაციის სინდრომისთვის ასევე დამახასიათებელია სურფაქტანტის აქტივობის შემცირება, დიფუზური ათელექტაზი და ქიმიური პნეუმონიტი.

ფაქტორები რომლებიც იწვევენ მეკონიუმის ასპირაციის სინდრომს არიან:
- პლაცენტის განუვითარებლობა
- დედის ჰიპერტენზია
- პრეეკლამსია
- ოლიგოჰიდრამნიონი
- დედის წამლებზე დამოკიდებულება
- სიგარეტის მოწევა
- კოკაინის მოხმარება
- ინფექციები

ფიზიკური გამოკვლევით ეს პაციენტები არიან ციანოზურები,  აღენიშნებათ ნეკნთაშუა რეტრაქცია, ტაქიპნოე, აქვთ კასრისებრი გულმკერდი, მოყვითალო-მომწვანო ფრჩხილები. 24 საათის შემდეგ დაბადებიდან გამოყოფენ მომწვანო შარდს.
საჭიროა ჩატარდეს კვლევები როგორიცაა სისხლის საერთო ანალიზი, რენტგენოლოგიური გამოკვლევები და ექოსკოპია.