მასტოიდიტი არის საფეთქლის ძვლის დვრილისებრი უჯრედების ბაქტერიული ინფექცია.

მწვავე ჩირქოვანი შუა ყურის ანთების დროს ანთება იწყება ანტრუმიდან და იწყებს სითხის აკუმულაციას. მასტოიდიტმა შეიძლება გამოიწვიოს ძვლის მძინე ანთება.
სიმპტომები ვლინდება კვირების განმავლობაში.მოიცავს მწვავე ოტიტის სიმპტომებს, ასევე ცხელებას, ოტალგიას, სიწითლეს, შეშუპებას, ტკივილს.
დიაგნოსტიკა ხდება კლინიკური ნიშნების საფუძველზე. იშვიათ შემთხვევაში გამოიყენება კომპიუტერული ტომოგრაფია ძირითადად საჭიროა დიაგნოზის დასაზუსტებლად. ასევე ეფექტურია ბაქტერიოლოგია. სისხლის საერთო ანალიზი და ერითროციტების დალექვის სჩქარე შეიძლება შეცვლილი იყოს მაგრამ დიაგნოსტიკისთვის გადამწყვეტი როლი არ აქვს.
მკურნალობის დროს რეკომენდირებულია ინტრავენული ცეფტრიაქსონი. თუ საქმე გვაქვს სუბპერიოსტეალურ აბსცესთან საჭიროა მასტოიდექტომია.