მარგინალური კერატოლიზისი არის რქოვანას ანთება და დაწყლულება, რომელიც გვხვდება ქრონიკულ შემაერთებელ ქსოვილოვან დაავადებებთან ერთად.
ხშირად იწვევს ავტოიუმუნური შემაერთებელ-ქსოვილოვანი დაავადებები, როგორიცაა რევმატიული ცხელება, გრანულომატოზი პოლიართრიტთან ერთად, პოლიქონდრიტი.
პაციენტს აქვს მხედველობის პრობლემები, ფოტოფობია და უცხო სხეულის შეგრძნება თვალში.
ამ დაავადებას შეიძლება ახლდეს ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი ინფექცია.
ნებისმიერი პაციენტისთვის ვისაც აქვს მარგინალური კერატოლიზისი საჭიროა ოფთალომოლოგთან სასწრაფო კონსულტაცია.
სისტემური ციკლოფოსფამიდი და სხვა იმუნოსუპრესანტები ეფექტურია კერატიტის, სიცოცხლისთვისნ საშიში ვასკულიტების და სხვა ავტოიმუნური დაავადებების დროს. მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია ასევე გაკონტროლდეს ანთებითი პროცესების მიმდინარეობა და გამოსწორდეს დაზიანებები. სხვა წამლები რომლებსაც იყენებენ ამ მდგომარეობის დროს არიან კოლაგენაზას ინჰიბიტორები, სისტემური ტეტრაციკლინები აცეტილცისტეინი.