ავთვისებიანი გარე ოტიტი გავლენას ახდენს რბილ ქსოვილზე, ხრტილოვან ქსოვილზე და ძვალზე. ოსტეომიელიტი ვითარდება თავის ქალის ფუძიდან და იწვევს კრანიალურ ნეიროპათიებს. ძირითადად ზიანდება მეშვიდე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კრანიალური ნერვები.
ეს დაავადება ხშირია მოზრდილებში, განსაკუთრებით იმუნოსუპრესირებულ ან დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. ყველაზე ხშირი ბაქტერიული გამომწვევია pseudomona, staphylococcus aureus.
ხასიათდება ძლიერი ტკივილით, რომელიც უარესდება ღამით, ჩირქოვანი ოტორეით, ქსოვილის გრანულაციით და სმენის დაკარგვით.
დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება კომპიუტერული ტომოგრაფია და ბიოფსია.
მკურნალობისთვის საჭიროა სისტემური ანტიბიოტიკები (ფტორქინოლონები, ამინოგლიკოზიდები, პენიცილინი), ტოპიკალური ანტიბიოტიკები, სტეროიები, იშვიათად ქირურგიული ჩარევა.