მუხლის ტკივილი შეშუპებასთან ერთად ვითარდება დიდი წვივის ძვლის ბორცვზე და მას იწვევს  ოსგუდ - შლატერის დაავადება. ეს არის დიდი წვივის ძვლის ბორცვის ოსტეოქონდროპათია.
კვირისტავის ქონდრომალაცია, რომელიც არის კვირისტავის სახსროვანი ხრტილის დარბილება ხშირად იწვევს მუხლის ტკივილს, მაგრამ არა შეშუპებას. განსაკუთრებით გამოხატულია ცოცვის და კიბეებზე ჩამოსვლის დროს.
ეს დაავადება არის გამოწვეული ანგულარული ან როტაციული ცვლილებებით ფეხში რომელიც იწვევს ბარძაყის ოთხთავა კუნთის არაბალანსირებულ მდგომარეობას    და შედეგი კი არის კვირისტავის გადაბრუნება.
ფიზიკურად აქტიურ ბავშვებში ამ მდგომარეობას უკავშირდება მყესის ქსოვილის დისტროფია, განსაკუთრებით ეს გვხვდება კალათბურთელებში და ფრენბურთელებში.

ტკივილისთვის საჭიროა ყინულის დადება და ტკივილგამაყუჩებლების მიღება. ასევე ესეთი ბავშვები უნდა მოერიდონ ხშირ ფიზიკურ აქტივობას.