მაზოლები და კოჟრები კანის გასქელებული და გამაგრებული ნაწილებია, რომლებიც ძირითადად ვითარდება მაშინ როდესაც ერთი და იმავე ადგილზე ხდება ხშირი ზეწოლა,.
კოჟრები წარმოდგენილნი არიან კერატინული საცობებით, და დერმისის ქვედა შრეშიც გვხვდება. უმეტესი კოჟრები მოჭერილი, ფეხზე მომდგარი ფეხსაცმლის გამო წარმოიქმნება.
მაზოლები დერმისის ცვლილებას იწვევენ და ისინიც ფეხებზე და ხელებზე გვხვდებიან.
სიმპტომები
მაზოლები ასიმპტომურია,თუმცა შეიძლება წვის შეგრძნებას ახლდეს თან.
კოჟრები კი ხშირად მტკივნეულია.
პრევენცია და მკურნალობა
უპირველეს ყოვლისა საჭიროა სწორი ფეხსაცმლის არჩევა და ზომის მორგება. ქირურგიული ჩარევა უიშვიათეს შემთხვევაშია საჭირო.
იქტიოზი
იქტიოზი არის მდგომარეობა როცა კანი სქელდება, ძალიან შრება (ქსეროდერმია) და მშრალი ქერცლის მაგვარი შრით მთელი სხეული იფარება.
ქსეროდერმა იქტიოზის ფორმაა. ძირითადად ქვედა კიდურებზე იჩენს თავს და გვხვდება შუახნის და მოხუც ადამიანებში.
მემკვიდრული იქტიოზი ხასითდება მასიური ქერცლის აკუმულულირებით კანზე. ზოგი ფორმა იზოლირებულად გვხვდება დაავადებების გარეშე, ხოლო ზოგი ნაწილია სხვადასხვა სინდრომის.
შეძენილი იქტიოზი ხშირად სხვადასხვა სისტემური დაავადებების ნაადრევი გამოხატულებაა. ასევე გამომწვევი მიზეზი შეიძლება წამლებიც იყოს, როგორიცაა ტრიპარანოლი, ბუტიროფენონი.
მკურნალობა
შხაპის მიღების შემცირება ყველა ტიპის იქტიოზში გასათვალისწინებელია. ასევე ჰექსაქლოროფენის შემცველი პროდუქტები ასეთ პაციენტებში ტოქსიურობას იწვევენ და იკრძალება.