იშემიური ოპტიკური ნეიროპათია არის ოპტიკური დისკის ინფარქტი.
არსებობს არტერიული და არაარტერიული ფორმა.
არაარეტიული ფორმა გვხვდება 50 წლამდე ასაკში ან უფრო მოხუცებში. უმეტესობა იშემიური ნეიროპათიებისა ცალმხრივია. ორმხრივი გვხვდება 20 %-ში.
მწვავე იშემია იწვევს ნერვის ედემას და უფრო ართულებს იშემიურ პროცესებს. ფაქტორები რომლებიც აუარესებენ მდგომარეობას არის დიაბეტი, სიგარეტის მოწევა, ჰიპერტენზია, ობსტრუქციული აპნოე, წამლები (ამიოდარონი, ფოსფოდიესტერაზას ინჰიბიტორები, ჰიპერკოაგულანტები).
მხედველობის დაკარგვა შეიძლება განვითარდეს წუთის, საათის ან დღეების განმავლობაში და არის უმტკივნეულო. ზოგი პაციენტი ამჩნევს მხედველობის დაქვეითებას გაღვიძების დროს. სხვა სიმპტომებია: თავის ტკივილი, თმის ვარცხნის დროს ტკივილი, ყბის კლაუდიფიკაცია.
ოპტიკური დისკი შეშუპებულია და ხასიათდება გამოხატული სისხლძარღვებით. ასევე შესაძლებელია მოხდეს ოპტიკური დისკის ჰემორაგია.
დიაგნოსტიკისთვის საჭიროა შემდეგი კვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, ც-რეაქტიული ცილა, კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
მკურნალობისთვის ეფექტურია კორტიკოსტეროიდები.