ფილტვის იდიოპათური ფიბროზი
ფილტვის იდიოპათური ფიბროზი გაურკვეველი წარმოშობისა, მიეკუთვნება რესტრიქციულ დაავადებებს დ აიწვევს ფილტვების ფიბროზს.
ხასიათდება პროგრესული დაღლილობით, სუნთქვის გაძნელებით, კრეპიტაციით. რენტგენოლოგიურად რეტიკულურ ან რეტიკულო-ნოდულარულ ფორმას ვხედავთ. კომპიუტერული ტომოგრაფიით -„ground-glass appearance“.
მკურნალობა ხდება სტეროიდებით, აზათიოპრინთან ერთად ან მის გარეშე.


სარკოიდოზი
სარკოიდოზი სისტემური დაავადებაა. გამომწვევი მიზეზი უცნობია. ხასიათდება ფილტვის და სხვა ორგანოების გრანულომებით. ხშირია შავკანიანებში, განსაკუთრებით 20-დან 40 წლამდე.
კლინიკურად ყველაზე მეტად ზიანდება ფილტვები. ასევე დაავადება ზეგავლენას ახდენს თვალებზე, კანზე, საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე და ნერვულ სისტემაზე.
რენტგენოლოგიურად გვხვდება ფილტვის კარის ლიმფადენიტი  და ფიბროზი.
ლაბორატორიულად გვაქვს: ჰიპერკალცემია, ჰიპერკალცინურია რომელსაც იწვევს ვიტამინი D-ს ცირკულაცია. იმატებს ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტი 60% შემთხვევებში, პათოლოგიურად შეცვლილი ღვიძლის ფუნქციური სინჯები 30 % შემთხვევებში.
დიაგნოსტიკა ხდება ბიოფსიით.
მკურნალობა სტეროიდების მაღალი დოზებით.