ინტერსტიციალური ცისტიტი არის შარდის ბუშტის არაინფექციური ანთება, რომლის გამომწვვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ არის ხშირი. ეს დაავადება თეთრკანიანებში უფრო ხშირია და პაციენტების 90% არიან ქალები. ძირითადი პათოფიზიოლოგია მოიცავს დამცველობითი ლორწოვანი უროეპითელიუმის დაკარგვას, რომელიც იწვევს კალიუმის მიერ შარდის ბუშტის კედლის პენეტრაციას, რის შედეგადაც ხდება სენსორული ნერვების აქტივაცია და გლუვი კუნთის დაზიანება.
სიმპტომები
დაავადება ძირითადად ასიმპტომურია, მაგრამ სიმპტომები თავს იჩენს როდესაც პროცესი უარესდება და ხდება შარდის ბუშტის კედლის დაზიანება. გამოხატულია მენჯში წნევის გაზრდა და ტკივილი, რასაც თან ახლავს გახშირებული შარდვა (დაახლოებით 60-ჯერ დღეში). სიმპტომები უარესდება როდესაც შარდის ბუშტი ივსება და დაცლის შემდეგ ქრება. ზოგ პაციენტში სიმპტომები უარესდება ოვულაციის, მენსტრუალური ციკლისა და სეზონური ალერგიების დროს, ასევე ფიზიკური და ემოციური სტრესის დროს. პროცესი შეიძლება გამწვავდეს თუ პაციენტი მიიღებს კალიუმით მდიდარ საკვებს.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ცისტოსკოპია და ბიოფსია
მკურნალობა ხდება ცხოვრების წესის მოწესრიგებით, ოპერციით.